საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელების ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
4 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრებში მომხდარ სიახლეებზე ისაუბრა.

იგორ კოკოშკოვის გაწვრთნილ გუნდში ახალი მწვრთნელები და ამერიკელი მოთამაშეები გამოჩნდნენ.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა კი ის 20-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 8 ივლისიდან შეიკრიბება და საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი 12 კალათბურთელი დასახელდება.

ნაკრების საბოლოო შემადგენლობა მოსამზადებელ პერიოდში, სხვადასხვა ქვეყანაში დაგეგმილ სამწვრთნელო შეკრებებსა და საერთაშორისო ტურნირებზე შეირჩევა.

ახალი ნატურალიზებული მოთამაშეები
საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობას 2 ახალი, ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი შეემატა.

იგორ კოკოშკოვის გუნდში
ჯეიკობ პულენის
ადგილი ამერიკელმა რიკი ჰიკმანმა დაიკავა.

ჩვენს ნაკრებში ივარჯიშებს ცენტრი ლიუკ ზელერიც. რომელი ნატურალიზებული კალათბურთელი ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით, ამას სამწვრთნელო შტაბი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტს.

Sportall.Geრიკი ჰიკმანი (Ricky Hickman)
დაიბადა: 1985, 1 სექტემბერი
პოზიცია: უკანახაზელი
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 88 კგ

კარიერა

სტუდენტური ლიგა NCAA
გრინსბრო 2003-04 5.5 ქ, 2.1 პ, 1.6 პ
გრინსბრო 2004-05 14.5 ქ, 3.2 მ, 2.9 პ
გრინსბრო 2005-06 18.7 ქ, 4.3 მ, 2.4 პ
გრინსბრო 2006-07 1.3 ქ, 3.4 მ, 2.4 პ

პროფესიული კარიერა
ოტოპენი (რუმინეთი) 2007-08
გიოსენი (გერმანია) 2008-09
ნამიკა (ფინეთი) 2009-10 23.7 ქ, 3.5 პ
მონფერატო (იტალია) 2010-11 17.5 ქ, 4.3 პ
სკავოლინი (იტალია) 2011-12 16.1 ქ, 2.9 პ
მაკაბი (ისრაელი) 2012-13 13.5 ქ, 3.1 პ

რიკი ჰიკმანი ევროლიგის გასული სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული უკანახაზელი იყო. ის ტოპ 16-ის მე-3 ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მისი წინამძღოლობით, თელ-ავივის "მაკაბი" ევროლიგის 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა და ოთხთა ფინალში გასასვლელ საპლეიოფო სერიაში მადრიდის "რეალთან" 1:2 დამარცხდა.

Sportall.Geლიუკ ზელერი (Luke Zeller)
დაიბადა: 1987, 7 აპრილი
პოზიცია: მძიმე ფორვარდი/ცენტრი
სიმაღლე: 211 სმ
წონა: 111 კგ

კარიერა
სტუდენტური ლიგა NCAA
ნოტრე დამი 2005-06 3.4 ქ, 3.1 მ
ნოტრე დამი 2006-07 3.8 ქ, 2.2 მ
ნოტრე დამი 2007-08 4.5 ქ, 2.2 მ
ნოტრე დამი 2008-09 4.9 ქ, 2.8 მ

პროფესიული კარიერა
შიგა (იაპონია) 2009-10 8.2 ქ, 7.2 მ
ნაგლისი (ლიტვა) 2010 5.2 ქ, 3.7 მ
ბეიკერსფილდი (D-League) 2010-11 6.8 ქ, 4.5 მ
ოსტინ ტოროსი (D-League) 2011-12 9.1 ქ, 5.3 მ
ფინიქს სანსი (NBA) 2012-13 1.2 ქ, 0.6 მ

ლიუკ ზელერი ბოლო სეზონში "ფინიქს სანსში" თამაშობდა, რომლის ერთ-ერთი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი იყო. ცხადია, ზელერზე არჩევანიც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.


იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge


სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრები
საქართველოს ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელი, იტალიელი სანდრო ბერკადინო სერბმა ალექსანდრ ჩვოროვიჩმა ჩაანაცვლა.

ჩვოროვიჩს ფიზმომზადების კუთხით ნამუშევარი აქვს ბოსნიის, სერბეთის და არაბეთის ნაკრებებსა და კლუბებში.

სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრია მეთ ბრეისი, რომელიც იგორ კოკოშკოვის ვიდეოასისტენტი იქნება.

ამ თანამდებობაზე გასული სეზონი მან NBA-ს გუნდ "ჰიუსტონ როკეტსში" გაატარა, მანამდე კი ის NBA-ს განვითარების ლიგის გუნდ "გრანდ უოლეი ვაიპერსის" ასისტენტი მწვრთნელი, ხოლო 2003-06 წლებში "არიზონა უაილდქეთსის" (NCAA) ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო.

გაფართოებული შემადგენლობა
იგორ კოკოშკოვისა და სამწვრთნელო შტაბის შეთანხმებით, ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი გუნდისთვის 20 კანდიდატი გამოიძახეს.

ნაკრების გაფართოებული, 20-კაციანი შემადგენლობა სამწვრთნელო შტაბმა 1-ელ მაისს გამოაქვეყნა, რომელშიც 2 ცვლილება განხორციელდა: ჯეიკობ პულენის ნაცვლად შემადგენლობაში რიკი ჰიკმანი, ხოლო სერგო ათუაშვილის ნაცვლად ლიუკ ზელერი ჩაჯდა.

ეროვნული ნაკრები ჯამში 11 საკონტროლო მატჩს გამართავს და გაივლის შეკრებებს თბილისში, პოდჩეტრტეკში (სლოვენია) და იმ ქვეყნებში, სადაც საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება (იტალია, საფრანგეთი, ისრაელი, ლიტვა).

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
მოთამაშე/ პოზიცია/ გუნდი 2011-12
გიორგი ცინცაძე/ უკანახაზელი/ ბუდიველნიკი, უკრაინა
ოთარ ფხაკაძე/ უკანახაზელი/ ვერმონტი, NCAA, აშშ
მანუჩარ მარკოიშვილი/ უკანახაზელი, ფორვარდი/ გალათასარაი, თურქეთი
ბესო ლეჟავა/ უკანახაზელი/ არმია
დუდა სანაძე/ უკანახაზელი/ სან დიეგო, NCAA, აშშ
რევაზ როგავა/ უკანახაზელი/ შსს-აკადემია
მერაბ ბოქოლიშვილი/ უკანახაზელი/ შსს-აკადემია
ბექა ჩიკვილაძე/ უკანახაზელი, ფორვარდი/ დინამო
რიკი ჰიკმანი/ უკანახაზელი/ მაკაბი, ისრაელი
ანატოლი ბოისა/ უკანახაზელი, ფორვარდი/ არმია
თორნიკე შენგელია/ ფორვარდი/ ბრუკლინი, NBA, აშშ
ლევან ფაცაცია/ ფორვარდი/ ოლიმპი
ვიქტორ სანიკიძე/ ფორვარდი/ სიენა, იტალია
ნიკოლოზ ცქიტიშვილი/ ფორვარდი/ ჩემპვილი, ლიბანი
ბექა ბურჯანაძე/ ფორვარდი/ კახასოლი, ესპანეთი
ნიკა მეტრეველი/ ფორვარდი, ცენტრი/ პაფონი, იტალია
გიორგი შერმადინი/ ცენტრი/ ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი
რიჩარდ მათიაშვილი/ ცენტრი/ ქუთაისი
გიორგი შარაბიძე/ ცენტრი/ არმია
ლიუკ ზელერი/ ფორვარდი, ცენტრი/ ფინიქსი, NBA, აშშ

საქართველის ეროვნული ნაკრების მოსამზადებელი გეგმა
8-24 ივლისი
ვარჯიშები ფიზიკურ მომზადებაში. თბილისი

25 ივლისი - 6 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში, სლოვენია

7-9 აგვისტო
ტურნირი ქ. ტრენტოში, იტალია. მონაწილეობენ: საქართველო, იტალია, პოლონეთი, ისრაელი

10-13 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება ქ. პოდჩეტრტეკში, სლოვენია

13 აგვისტო
ამხანაგური მატჩი: საქართველო-ბოსნია, ქ. ცელიეში, სლოვენია

14 აგვისტო
ამხანაგური მატჩი: საქართველო-ბოსნია, ქ. იესენიცეში, სლოვენია

16-17 აგვისტო
საერთაშორისო ტურნირი ქ. ანტიბში, საფრანგეთი.
მონაწილეობენ: საქართველო, საფრანგეთი, სერბეთი

18-24 აგვისტო
მოსამზადებელი შეკრება თბილისში

25-28 აგვისტო
საერთაშორისო ტურნირი ქ. თელ-ავივში, ისრაელი.
მონაწილეობენ: საქართველო, ისრაელი, ლატვია, მეოთხე გუნდი ჯერ უცნობია

1 სექტემბერი
ამხანაგური მატჩი: ლიტვა-საქართველო, ქ. კაუნასში, ლიტვა

2 სექტემბერი
გამგზავრება სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე

msy.gov.ge

ასევე იხილეთ:
ბესიკ ლიპარტელიანი: რიკი ჰიკმანი ნაკრებს სარგებელს აუცილებლად მოუტანს
დავით უსტიაშვილი: ნატურალიზებული მოთამაშის შერჩევამ დიდი დრო და ენერგია წაიღო

კოტე ტუღუში: ლაშა გამყრელიძე ნაკრების მონახაზში ამ ეტაპზე არ ჯდება
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლიუკ მაგარი იყო. ლიუკ არა ხახვი. ნამეტანს ხომ არ ცდილობთ ხოლმე ხან და ხან? ინგლისურად ლუკ არის და ლიუკ სიზმარში ნახეთ თუ ნამეტანი ინგლისურის ცოდნამ იცის?
odala
20:54 04-07-2013
0
ჰიკმანი თუ დავიმატეთ მაგარი იქნება, ცქიტო უეჭველი უნდა ათამაშონ და მეტრეველები და ბანდა იმედია არ იქნება სერია c ს კალათბურთელი ნაკრებში არ უნდა იყოს წესით. შენგოს გაბრწყინების იმედი მაქვს!
beqa
16:11 04-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული