ჟურნალისტების შეკითხვებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა, ნაკრების მწვრთნელებმა: დავით უსტიაშვილმა და კოტე ტუღუშმა უპასუხეს.
ბესიკ ლიპარტელიანი (კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი):
"საქართველოს ნაკრებისთვის ნატურალიზებულ მოთამაშეს დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით.
მოლაპარაკება რამდენიმე მოთამაშესთან გავმართეთ. მათ შორის იყვნენ საკმაოდ ძლიერი კალათბურთელები, რომლებმაც საბოლოოდ საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარი თქვეს. მათ საკუთარი მიზნები და გეგმები აქვთ.
არჩევანი კი რიკი ჰიკმანზე შეჩერდა, ვინც გასულ სეზონში ევროლიგის
ცენტრის პოზიციაზე ლიუკ ზელერი დავიმატეთ. ამ ორი მოთამაშიდან ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატზე დაგვეხმარება.
ჰიკმანსა და ზელერს შორის არჩევანს სამწვრთნელო შტაბი გააკეთებს.
ევროპის ჩემპიონატზე ურთულეს ჯგუფში მოვხვდით. ამას ისიც დაემატა, რომ ტრავმის გამო გუნდს ზაზა ფაჩულია ვერ ეხმარება.
ამის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, რომ ნაკრების ყველა წევრი, მოთამაშე თუ სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი სასურველი შედეგის მისაღწევად ბოლომდე იბრძოლებს, დანარჩენი კი ევროპირველობაზე გამოჩნდება".
msy.gov.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული კალათბურთელების ვინაობა ცნობილია
დავით უსტიაშვილი: ნატურალიზებული მოთამაშის შერჩევამ დიდი დრო და ენერგია წაიღო
კოტე ტუღუში: ლაშა გამყრელიძე ნაკრების მონახაზში ამ ეტაპზე არ ჯდება