იგორ კოკოშკოვი: ქართველები ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 6 აგვისტოს სლოვენიიდან იტალიის ქალაქ ტრენტოში გადავა და 7 აგვისტოს წლის პირველ საკონტროლო მატჩს გამართავს.

მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტის მეშვეობით გუნდის მდგომარეობასა და დანაკლისზე ილაპარაკა.

"შეკრების მეორე ეტაპი, რომელიც თბილისური ფიზმომზადების შემდეგ ნაკრებმა სლოვენიაში გაიარა, ძალიან სასარგებლო იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია იმ პირობების შესაქმნელად, რომელშიც ახლა ვართ და ჩვენს საქმეს ვაკეთებთ.

კმაყოფილი ვ
არ ყველა მოთამაშით. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს და ვწუხვარ, რომ ოთხ მათგანთან დამშვიდობებამ მოგვიწია, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება. მადლობა მათ გაწეული სამუშაოსთვის.

ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას დარი მოთამაშეების არყოფნა ევროპის ნებისმიერი ნაკრებისთვის დიდი დანაკლისი იქნებოდა.

საქართველოსთვის კი NBA-ს კალათბურთელების გამოკლება განსაკუთრებით მძიმეა. თუმცა სხვა გზა არ გვაქვს.

მჯერა, რომ ნაკრებში დარჩენილი მოთამაშეები თავიანთ მაქსიმუმს გაიღებენ და ეცდებიან, ეს დიდი დანაკლისი შეავსონ.

ქართველები ყოველთვის გამარჯვებისთვის იბრძვიან და არც ტორონტოს საერთაშორისო ტურნირი იქნება გამონაკლისი.

ევრობასკეტამდე 1 თვეა და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ თამაშის დასახვეწად.

ჩემპიონატს ფორმის პიკში უნდა შევხვდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს საკალთბურთო ნაკრების განაცხადი ტორორნტოს ტურნირისთვის ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 4 /
ერთი ის მითხარით ვინ იბრძვის წაგებისთვის )) სასაცილოა თქვენი სტატიები
gocha
13:20 06-08-2013
0
gocha, იდი რა ნა ხ....ი. არ წაიღეს ტვინი ასეთმა ზუბრიაკებმა თავიანთი ამპარტავნული შენიშვნებით!
vaja
13:46 06-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული