რიკი ჰიკმანის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 13 აგვისტოს ბოსნიასთან შედგება

AutoSharing Option
იტალიური ტურნირის შემდეგ საქართველოს ნაკრები სლოვენიაში დაბრუნდა და ევრობასკეტისთვის მზადებას მასპინძელ ქვეყანაში აგრძელებს.

13 და 14 აგვისტოს ჩვენი გუნდი ამხანაგურად ბოსნიას ორჯერ გაეჯიბრება.

13 აგვისტოს შეხვედრა 21:00 საათზე სწორედ იმ მოედანზე გაიმართება, რომელზეც საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის ხუთ თამაშს ჩაატარებს - ქალაქ ცელიეში.

როგორც იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა გვითხრა, გადაწყვეტილია, რომ ბოსნიასთან ნატურალიზებული რიკი ჰიკმანის დებიუტი შედგება.

ბოსნიელებს საქართველოს ნაკრები ისტორიაში მეხუთედ და მეექვსედ დაუპირისპირდება.

აქამდე 1995 და 2012 წლებში შესარჩევ ეტაპზე მათ ორ-ორჯერ ვეთამაშეთ და საერთო ანგარიში 2:2-ია.

იმედი
დავიტოვოთ, 13 და 14 აგვისტოს ჩვენს სასარგებლოდ ანგარიში გაიზრდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული