რიჩარდ მათიაშვილი: არ მეგონა, თუ იგორ კოკოშკოვი გამომიშვებდა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები საფრანგეთიდან თბილისში ორშაბათს ჩამოფრინდება. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი სწორედ აქ შეარჩევს საევრობასკეტო შემადგენლობას და 15-კაციან განაცხადს 2-3 კალათბურთელს გამოაკლებს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში გუნდს მწვრთნელის გადაწყვეტილებით გამოაკლდა ოთხი კალათბურთელი, რომელთა შორისაც იყო რიჩარდ მათიაშვილი.

მან ახლახან კლუბი გამოიცვალა, "ქუთაისიდან" "ოლიმპში" გადავიდა. რიჩარდს ვესაუბრეთ როგორც საქართველოს ნაკრებზე, ასევე საკლუბო ამბებზე.

- როგორც ამბობენ, "ქუთაისი" წლეულსაც ძლიერი გუნდი იქნება, მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. რატომ გადაწყვიტე მისი დატოვება?
- "ქუთაისიდან" შემოთავაზება ამჯერადაც მქონდა. ნამდვილად კმაყოფილი ვარ იქ გატარებული წლებით, თუმცა
სხვა წინადადებებიც იყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც "ქუთაისთან" ახალი კონტრაქტი არ გავაფორმე, მოედანია. იქაურ იატაკზე რთულია თამაში, ტრავმების ალბათობა მატულობს.

- სხვა რა ვარიანტები გქონდა?
- "არმიაც" მეპატიჟებოდა, "შსს აკადემიაც", მაგრამ "ოლიმპში" გადასვლა ვარჩიე.

- როგორ ფიქრობ, რა დონის გუნდი იქნება "ოლიმპი" მომავალ სუპერლიგაში?
- მხოლოდ ქართველები ვითამაშებთ. ჩემთან ერთად რეზო ათანელიშვილიც გადმოვიდა. ასე რომ, ტანმაღალი გუნდი გვეყოლება. არიან კარგი უკანახაზელებიც,

საინტერესო გუნდი იქნება და ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალ მიზნებს შევწვდეთ.

- საქართველოს ნაკრებთან ერთად ივლისიდან ვარჯიშობდი. როგორი განწყობით ემზადებოდით ევრობასკეტისთვის?
- ყველაფერი გეგმიურად მიმდინარეობდა, ფორმას ნელ-ნელა ვკრეფდით. როცა ასეთი დონის ტურნირში გიწევს გამოსვლა, განსაკუთრებული მონდომებით ემზადები. ეს გუნდსაც ეტყობოდა.

- თუმცა იტალიური ტურნირის წინ საქართველოში გამობრუნებამ მოგიწია.
- გული დამწყდა. შარშან, როცა გუნდში ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია თამაშობდნენ, 12-კაციან განაცხადში ვიყავი, ახლა ნამდვილად არ მეგონა, რომ მწვრთნელი გამომიშვებდა...

მე, მერაბ ბოქოლიშვილის, ბექა ჩიკვილაძესა და რევაზ როგავას იმ დროს მოგვიწია წამოსვლა, როცა ნაკრები წვრთნისას თამაშზე გადავიდა. მწვრთნელმა ხომ სწორედ თამაშებიდან უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომელი კალათბურთელი მოერგება მის სქემებს და რომელი - არა.

თუმცა, მთავარი არა ერთი რომელიმე კალათბურთელი, არამედ გუნდის წარმატებაა, იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები ოპტიმალურ ფორმას მიაღწევს და წარმატებითაც ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მათიაშვილი კაი კაცია ძამაო და ნუ დაიწყებთ ხოლმე ბრტყელი სიტყვების სროლას... მე მინახავს მარტო მათიაშვილის მოგებული თამაში... და ვთვლი რომ კარგი კალათბურთელია.
PARFIUMER
12:59 21-08-2013
0
მარტო ჩლუნგი ვერ მიხვდება მათიაშვილის ნაკრებიდან გამოშვების მიზეზს ასე რო დააყენეთ ერთი ადგილი ყველამ.
beqa
11:47 21-08-2013
0

სიახლეები პოპულარული