რიჩარდ მათიაშვილი: არ მეგონა, თუ იგორ კოკოშკოვი გამომიშვებდა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები საფრანგეთიდან თბილისში ორშაბათს ჩამოფრინდება. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი სწორედ აქ შეარჩევს საევრობასკეტო შემადგენლობას და 15-კაციან განაცხადს 2-3 კალათბურთელს გამოაკლებს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში გუნდს მწვრთნელის გადაწყვეტილებით გამოაკლდა ოთხი კალათბურთელი, რომელთა შორისაც იყო რიჩარდ მათიაშვილი.

მან ახლახან კლუბი გამოიცვალა, "ქუთაისიდან" "ოლიმპში" გადავიდა. რიჩარდს ვესაუბრეთ როგორც საქართველოს ნაკრებზე, ასევე საკლუბო ამბებზე.

- როგორც ამბობენ, "ქუთაისი" წლეულსაც ძლიერი გუნდი იქნება, მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. რატომ გადაწყვიტე მისი დატოვება?
- "ქუთაისიდან" შემოთავაზება ამჯერადაც მქონდა. ნამდვილად კმაყოფილი ვარ იქ გატარებული წლებით, თუმცა
სხვა წინადადებებიც იყო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც "ქუთაისთან" ახალი კონტრაქტი არ გავაფორმე, მოედანია. იქაურ იატაკზე რთულია თამაში, ტრავმების ალბათობა მატულობს.

- სხვა რა ვარიანტები გქონდა?
- "არმიაც" მეპატიჟებოდა, "შსს აკადემიაც", მაგრამ "ოლიმპში" გადასვლა ვარჩიე.

- როგორ ფიქრობ, რა დონის გუნდი იქნება "ოლიმპი" მომავალ სუპერლიგაში?
- მხოლოდ ქართველები ვითამაშებთ. ჩემთან ერთად რეზო ათანელიშვილიც გადმოვიდა. ასე რომ, ტანმაღალი გუნდი გვეყოლება. არიან კარგი უკანახაზელებიც,

საინტერესო გუნდი იქნება და ვეცდებით, რაც შეიძლება მაღალ მიზნებს შევწვდეთ.

- საქართველოს ნაკრებთან ერთად ივლისიდან ვარჯიშობდი. როგორი განწყობით ემზადებოდით ევრობასკეტისთვის?
- ყველაფერი გეგმიურად მიმდინარეობდა, ფორმას ნელ-ნელა ვკრეფდით. როცა ასეთი დონის ტურნირში გიწევს გამოსვლა, განსაკუთრებული მონდომებით ემზადები. ეს გუნდსაც ეტყობოდა.

- თუმცა იტალიური ტურნირის წინ საქართველოში გამობრუნებამ მოგიწია.
- გული დამწყდა. შარშან, როცა გუნდში ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია თამაშობდნენ, 12-კაციან განაცხადში ვიყავი, ახლა ნამდვილად არ მეგონა, რომ მწვრთნელი გამომიშვებდა...

მე, მერაბ ბოქოლიშვილის, ბექა ჩიკვილაძესა და რევაზ როგავას იმ დროს მოგვიწია წამოსვლა, როცა ნაკრები წვრთნისას თამაშზე გადავიდა. მწვრთნელმა ხომ სწორედ თამაშებიდან უნდა გამოიტანოს დასკვნა, რომელი კალათბურთელი მოერგება მის სქემებს და რომელი - არა.

თუმცა, მთავარი არა ერთი რომელიმე კალათბურთელი, არამედ გუნდის წარმატებაა, იმედი მაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები ოპტიმალურ ფორმას მიაღწევს და წარმატებითაც ითამაშებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Jonny შენ ჩატენვა გგონია მარტო კალათბურთი ეტყობა რიჩოსნაირი ჭვიანი კალათბურთელი ბევრი არ გყვავს ცნობიშთვის და 3 წამიანში მაგარია ძალიან.
khvad0
09:36 19-08-2013
0
ხალხო რამ დაგაბრმავათ ასე? საქმე არც შარაბიძეში და არც მათიაშვილში არაა. საქმე არის იმ აყროლებულ პოლიტიკაში რომელსაც უსტიაშვილი და მისნაირები ატარებენ ნაკრებში. თქვენ უბრალოდ არ იცით რა ხდება იქ! შორიდან ყველაფერი ლამაზად ჩანს და დაელაპარაკეთ აბა ბიჭებს, კითხეთ რეალურად რა სიტუაციაა შიგნით. მისი გადაწყვეტილებით გამოუშვეს ეს ბიჭებიც და ცდილობს თავისი "ლუბიმჩიკები" გამოაჩინოს როგორმე მაგრამ ვერ ეღირსება!!!
kalatburtshi garkveuli
09:57 19-08-2013
0

სიახლეები პოპულარული