პოლონეთმა ევროპის ჩემპიონატისთვის 12 -კაციანი შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 კვირით ადრე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა მეტოქემ, პოლონეთმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

სლავთა ნაკრებმა მოსამზადებელი მატჩები 2 დღის წინ, შვედეთის ძლევით დაასრულა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა ევროპის ჩემპიონატზე წამსვლელი შემადგენლობა დაასახელა.

სანამ შემადგენლობას გაგაცნობდეთ, გეტყვით, თუ რა შედეგებით დაასრულა პოლონეთის ნაკრებმა მოსამზადებელი მატჩები. გამართული 10 შეხვედრიდან დირკ ბაუერმანის გუნდმა 6 მოიგო და 4-ში დამარცხდა.

ისრაელი - პოლონეთი 81:65, პოლონეთი - საქართველო 87:75, იტალია - პოლონეთი 76:65, ესპანეთი -
პოლონეთი 70:66, პოლონეთი - ისრაელი 75:72, ბელგია - პოლონეთი 52:66, პოლონეთი - იტალია 82:79, პოლონეთი - უკრაინა 83:84, პოლონეთი - დიდი ბრიტანეთი 85:66, პოლონეთი - შვედეთი 73:57.

პოლონეთის ნაკრების 12-კაციანი შემადგენლობა
მარცინ გორტატი, მაციე ლამპე, ლუკაშ კოჟარეკი, კჟიშტოფ ჟუბარგა, პრემისლავ ზამოისკი, მიხალ ჩილინსკი, მატეუჟ პონიტკა, ტომას კელატი, ადამ ვაჟინსკი, მიხალ იგნერსკი, პრემისლავ კარნოვსკი, ადამ ხრიშანიუკი.

პოლონეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს საქართველოსთან 4 სექტემბერს გამართავს.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული