ხორვატები გვიფრთხიან: "მარკოიშვილი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა!"

AutoSharing Option
ევრობასკეტის პირველი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ყველა დააფიქრა, განსაკუთრებით - ხორვატები, რომლებსაც 5 სექტემბერს, 16:30 საათზე დავუპირისპირდებით.

მათმა მთავარმა მწვრთნელმა ჟასმინ რეპეშამ ხორვატულ გაზეთ "სპორტსკე ნოვოსტიში" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

"საქართველოსთან მატჩში ორი გზა გვაქვს: ან მოგება, ან გზა შინისკენ. ჯორჯიელები ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან და მათთან წაგება არ შეიძლება.

მით უმეტეს, რომ იგორ კოკოშკოვის შეგირდებს პოლონელები ჰყავთ დამარცხებული, ჩვენ კი პირველ ტურში ესპანეთთან დავთმეთ".


ამავე გაზეთში იგორ კოკოშკოვის კომენტარსაც ვხვდებით:

"შეჯიბრების დაწყებამდე აუტსაიდერებად გვთვლიდნენ. პოლონეთთან 84:67-ით
გამარჯვებამ ჩვენ შესახებ შეხედულება
ბევრს შეაცვლევინა და ხორვატიასთან აუტსაიდერები არა ვართ.

ვერც ფავორიტობას დავიბრალებთ. გამარჯვების შანსი ორივე გუნდს აქვს, მთავარია, ვინ როგორ შეხვდება მატჩს".


გავესაუბრეთ ხორვატიის ნაკრების მეფარე ლუკა ზორიჩს, რომელიც ლუბლიანის "ოლიმპიაში" მანუჩარ მარკოიშვილის გვერდით თამაშობდა:

"რა უნდა ვთქვა საქართველოს ნაკრებზე? ამ გუნდმა პოლონეთთან სათქმელი უკვე თქვა - ჯგუფიდან გასვლის სერიოზული პრეტენზია დაგვანახვ
ა.

მომდევნო ეტაპზე სათამაშო
დ ჩვენც ვემზადებით და ნამდვილად არ ვაპირებთ დათმობას. ესპანეთთან დიდი სხვაობით წაგება უკვე დავივიწყეთ, მეტოქეს მართლაც მაღალი დონის გუნდი ჰყავს.

რაც შეეხება მანუჩარს, მისი ახლო მეგობარი ვარ. სლოვენიაში მანუსთან ერთად 6 წლის წინათ ვთამაშობდი. მაშინაც ევროლიგის დონის კალათბურთელი იყო და მას მერე ყოველწლიურად უმატებს.

ჩემი აზრით, თავის ამპლუაში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა".


ვაჟა სიმონიშვილი ცელიედან

ასევე იხილეთ:

საქართველო VS ხორვატია - უკვე ფავორიტის სტატუსით
მკითხველის კომენტარები / 1 /
წამატებები!!!! გაგავახარეთ გუშინდელივით, გფარავდეთ უფალი !!!!
ნინო
16:16 05-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული