TimeLine: კარგად, ძმაო!

AutoSharing Option
ფოტოზე: საქართველოს დროშა ლუბლიანას პარკს დღესაც ამშვენებს

სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ლათ­ბურ­თელ­თა ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მოს­ვ­ლის შე­სა­ხებ ოპე­რა­ტი­უ­ლად ვა­ტან­დით სლო­ვე­ნი­ი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ებს თა­ნა­მედ­რო­ვე მტრე­დებს - "სკა­იპ­სა" და "იმე­ილს".

კი­დევ ერ­თხელ დავ­წერთ, რომ ჩვენს გუნდს მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე გა­სას­ვ­ლე­ლად ცო­ტა და­აკ­ლ­და და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, 10 სექ­ტემ­ბერს მწვა­ნე ქვე­ყა­ნა, სლო­ვე­ნია და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

* * *
ნაკ­რე­ბი დი­ლას, 11 სა­ათ­ზე ევ­რო­ბას­კე­ტის ემ­ბ­ლე­მი­ა­ნი ავ­ტო­ბუ­სით ლაშ­კოს სას­ტუმ­რო "ტერ­მა­ნა­დან" ლიუბ­ლი­ა­ნის­კენ გა­ემ­გ­ზავ­რა, სა­ი­და­ნაც თბი­ლის­ში გა­მოფ­რინ­და.

10 სექ­ტემ­ბ­რის დი­ლას "ტერ­მა­ნას" მი­ვა­შუ­რე. ჯერ მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლი და გი­ორ­გი შერ­მა­დი­ნი ჩა­მო­ვიდ­ნენ. მა­ნუს "გა­ლა­თა­სა­რა­ი­ზეც" ვე­ლა­პა­რა­კე, თუმ­ცა მთა­ვა­რი თე­მა
მა­ინც ევ­რო­ბას­კე­ტი იყო:

"მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ქო­მაგს, რო­მე­ლიც მხურ­ვა­ლედ გვქო­მა­გობ­და. და­სა­ნა­ნია, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ჩა­მოყ­ვა­ნა ვერ მო­ხერ­ხ­და, მაგ­რამ ვინც ცე­ლი­ე­ში მო­ვი­და, დი­დი დახ­მა­რე­ბა გაგ­ვი­წია", - თქვა მარ­კო­იშ­ვილ­მა.

იგორ კო­კოშ­კო­ვი და რი­კი ჰიკ­მა­ნი სას­ტუმ­რო­ში აღარ იყ­ვ­ნენ, რო­გორც ჩანს, მათ უფ­რო ად­რე და­ტო­ვეს ლაშ­კო. ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ კი ჩვენ­თან ერ­თად გა­ა­ცი­ლა ნაკ­რე­ბის ავ­ტო­ბუ­სი. რომ შე­იტყო, იმა­ვე დღი­სით ლიუბ­ლი­ა­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტებს შო­რის 3X3-ზე კა­ლათ­ბურ­თიაო, და­ინ­ტე­რეს­და.

Sportall.Ge
ფოტოზე: საქართველოს ნაკრები ლაშკოს ტოვებს
ვიქ­ტო­რის დახ­მა­რე­ბით ჩემ­პი­ო­ნე­ბიც გავ­ხ­დე­ბო­დით, მაგ­რამ ჯერ ერ­თი, შე­ჯიბ­რე­ბის წე­სე­ბი არ აძ­ლევ­და მოქ­მედ სპორ­ტ­ს­მენს მო­ნა­წი­ლეო­ბის უფ­ლე­ბას და მე­ო­რეც - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი მოყ­ვა­რუ­ლებ­თან არ თა­მა­შო­ბენ, მი­თ უ­მე­ტეს ისეთ ტურ­ნირ­ში, რო­მელ­შიც არც ერ­თ­მა­ნეთს ზო­გავ­დ­ნენ და მსა­ჯე­ბის­კე­ნაც იწევ­დ­ნენ.

ვიქ­ტო­რი არა, მაგ­რამ მი­სი, საყ­ვა­რე­ლი­ძი­სა და ათა­ნე­ლი­შვი­ლის მე­გო­ბა­რი დრო­უ­ლად რომ მო­სუ­ლი­ყო (მას ქვე­მოთ შევ­ხ­ვ­დე­ბით), უთუ­ოდ ჩემ­პი­ო­ნე­ბი გავ­ხ­დე­ბო­დით...

* * *
მოკ­ლედ, ლუბ­ლი­ა­ნა­ში ჟურ­ნა­ლის­ტ­თა ტურ­ნი­რი 16:30 სა­ათ­ზე და­იწყო. იქამ­დე ჯერ მა­ტა­რებ­ლით ვიმ­გ­ზავ­რე და 11 სექ­ტემ­ბ­რის "ლე­ლო­ში" და­ბეჭ­დი­ლი იგორ კო­კოშ­კო­ვის ინ­ტერ­ვი­უც სწო­რედ ვა­გონ­ში დავ­წე­რე, მე თქვენ გეტყ­ვით და ვინ­მეს ხმა­უ­რი შე­მა­წუ­ხებ­და თუ შე­ძა­ხი­ლი - "აბა, ცი­ვი სას­მე­ლე­ბი".

სლო­ვე­ნი­ე­ლე­ბი უხ­მა­უ­რო ხალ­ხია და მა­ტა­რე­ბე­ლი მე­ოთხე­და­დაც არ იყო სავ­სე. ყო­ვე­ლი მგზავ­რო­ბი­სას ასე­თი სუ­რა­თი მხვდე­ბო­და. შემ­დეგ­ში ამიხ­ს­ნეს, რომ სლო­ვე­ნი­ა­ში რკი­ნიგ­ზა მო­გე­ბა­ზე კი არ მუ­შა­ობს, მი­სი მთა­ვა­რი ფუნ­ქ­ცია ხალ­ხის დრო­უ­ლად გა­დაყ­ვა­ნაა. ამი­ტო­მა­ცაა, მთე­ლი სლო­ვე­ნია რელ­სე­ბით დაქ­სე­ლი­ლი და მა­ტა­რებ­ლე­ბი ჭი­ან­ჭ­ვე­ლე­ბი­ვით შე­უ­ჩე­რებ­ლად მოძ­რა­ო­ბენ.

ტრან­ს­პორ­ტის თე­მა ტაქ­სე­ბით უნ­და გან­ვაგ­რ­ძოთ. რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის მე­ო­რე გა­სას­ვ­ლე­ლი­დან რომ გა­მო­ვე­დი, ბარ­გით ვი­ყა­ვი დატ­ვირ­თუ­ლი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე ტაქ­სით გამ­გ­ზავ­რე­ბა გა­დავ­წყ­ვი­ტე. ზუს­ტად 45 წუ­თი ვე­ლო­დე!

რამ­დე­ნა­დაც ბევ­რია ტაქ­სი თბი­ლის­ში, იმ­დე­ნად ნაკ­ლე­ბი - სლო­ვე­ნი­ა­ში. რი­თი უნ­და იყოს ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი? - ალ­ბათ, იმით, რომ სლო­ვე­ნი­ა­ში უმუ­შევ­რე­ბი ნაკ­ლე­ბად არი­ან და თა­ვის სარ­ჩე­ნად ტაქ­სა­ო­ბაც არ სჭირ­დე­ბათ.

ერ­თ­მა მძღოლ­მა მითხ­რა, ფარ­მა­ცევ­ტულ ფირ­მა კრკა-ში ვმუ­შა­ობ და ტაქ­ს­ზე მხო­ლოდ მო­ცა­ლე­ო­ბის ჟამს ვჯდე­ბიო.

* * *
ბო­ლოს­ და­ ბო­ლოს, ქა­ლა­ქის ცენ­ტ­რ­ში მდე­ბა­რე ამ­ფი­თე­ატრ "კრე­ჟან­ს­კას" მი­ვაღ­წიე, სა­დაც მე­დია-ტურ­ნი­რი უნ­და გა­მარ­თუ­ლი­ყო.

გა­მო­გიტყ­დე­ბით, ცე­ლი­ე­ში შე­ჯიბ­რე­ბა­ში იმ იმე­დით დავ­რე­გის­ტ­რირ­დი, რომ კარ­გად მო­თა­მა­შე ქარ­თ­ველ ჟურ­ნა­ლის­ტებს გვერ­დი­დან გა­ვამ­ხ­ნე­ვებ­დი, მაგ­რამ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ევ­რო­ბას­კე­ტი­დან გა­მო­თიშ­ვამ ბევრს დას­წყ­ვი­ტა გუ­ლი და დავ­რ­ჩით მხო­ლოდ ოთხი ქარ­თ­ვე­ლი მე­დი­ე­ლი, ერ­თი მან­დი­ლო­სა­ნი, ერ­თი ტრავ­მი­რე­ბუ­ლი... არა­და, თი­თო გუნ­დ­ში ოთხს უნ­და ეთა­მა­შა.

მე­ო­რე დღეს სწო­რედ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მე­დიანაკ­რებ­ზე და­წე­რა ფი­ბა-ევ­რო­პის ოფი­ცი­ა­ლურ­მა სა­იტ­მა:

Sportall.Ge
ფოტოზე: მედიატურნირი 3X3

"3X3-ზე ტურ­ნირ­ში 10 ნაკ­რე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერთს ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი ჰყავ­და", - ორი სლო­ვე­ნი­ე­ლი დაგ­ვეხ­მა­რა და ღირ­სე­უ­ლა­დაც ვიბ­რ­ძო­ლეთ, თუმ­ცა, ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებს, ჯგუ­ფი­დან გა­სას­ვ­ლე­ლად ცო­ტა დაგ­ვაკ­ლ­და.

ჩემ­პი­ო­ნი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დი "მა­ჟეს­ტიკ ფლო­პერ­სი" გახ­და, რო­მელ­შიც ლიტ­ველი, სერ­ბი და ლატ­ვი­ე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ.

* * *
ამა­სო­ბა­ში მო­სა­ღა­მოვ­და და პარ­კეტ­ზე ლუბ­ლი­ა­ნას მე­რი ავი­და, რო­მე­ლიც დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბას შაბ­ლო­ნუ­რი სიტყ­ვე­ბით მი­ე­სალ­მა და ჩვენს ნაკ­რე­ბებს წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა. მე­რის სიტყ­ვებ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქარ­თუ­ლიც გა­მო­ე­რია - "გა­მარ­ჯო­ბა, ბი­ჭო!"

მა­ლე­ვე მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს სცე­ნი­დან არ იყო ნათ­ქ­ვა­მი, ჩემს გვერ­დით ტან­მა­ღა­ლი ახალ­გაზ­რ­და აღი­მარ­თა და ღი­მი­ლით გა­ნაგ­რ­ძო: "რო­გო­რა ხარ?"

გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ავ­ხე­დე, სლო­ვე­ნი­უ­რი შე­სა­ხე­და­ო­ბი­სა, ასე, 207-208 სმ სი­მაღ­ლი­სა იქ­ნე­ბო­და. ქარ­თუ­ლად მო­ვი­კითხე და ჩვე­ნე­ბურ­სა­ვე ენა­ზე მითხ­რა - კარ­გად ვა­რო.

ლო­გი­კუ­რი კითხ­ვა გა­მიჩ­ნ­და: სა­ი­დან იცი ქარ­თუ­ლი?

"რე­ზო ათა­ნე­ლიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი ვარ. მას­თან შარ­შან სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც ვი­ყა­ვი და მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლის ქორ­წი­ლი და­ემ­თხ­ვა. ასე რომ, ქარ­თ­ვე­ლებ­საც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ვიც­ნობ და თქვე­ნი სუფ­რის ტრა­დი­ცი­ებ­საც", - მითხ­რა სლო­ვე­ნი­ელ­მა, რო­მე­ლიც თურ­მე "სლო­ვენ­ში" რე­ზოს გვერ­დით თა­მა­შობ­და.

თუმ­ცა, ათა­ნე­ლიშ­ვი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ალი­აჟ ვრა­ბეც­მა კა­რი­ე­რა ნა­ად­რე­ვად და­ას­რუ­ლა და ჟურ­ნა­ლის­ტო­ბას მიჰ­ყო ხე­ლი. ამ­ჟა­მად გა­ზეთ "დნევ­ნი­კის" კო­რეს­პონ­დენ­ტია. მი­სი სი­მაღ­ლი­სა ჟურ­ნა­ლის­ტებ­ში ერ­თი არ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და.

და­ნა­ნე­ბით ვუთხა­რი - ცო­ტა ად­რე რომ მო­სუ­ლი­ყა­ვი, ქარ­თ­ველ ჟურ­ნა­ლის­ტ­თა ნაკ­რებ­ში ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბუ­ლის სტა­ტუ­სით ითა­მა­შებ­დი და მედ­ლე­ბის­თ­ვი­საც ვიბ­რ­ძო­ლებ­დით-მეთ­ქი. გა­იკ­ვირ­ვა: რა­ტომ ნა­ტუ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი - ნა­ხევ­რად ქარ­თ­ვე­ლი ვარ, წი­ნა­და­დე­ბე­ბის გა­მარ­თ­ვა მი­ჭირს, თო­რემ ბევ­რი თქვე­ნი სიტყ­ვა ვი­ცი, ჟარ­გო­ნი­ან-სა­სა­უბ­რო სიტყ­ვე­ბი­ა­ნა­დო.

ამა­ში მა­ლე დავ­რ­წ­მუნ­დი.

ჟარ­გო­ნე­ბი სლო­ვე­ნი­ა­შიც უხ­ვად ჰქო­ნი­ათ, თუმ­ცა ხალ­ხის ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგ­რე­სი­ას მხო­ლოდ სიტყ­ვი­ე­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ. ალი­აჟ­მა ისე­თი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი გა­იხ­სე­ნა, დღე­ვან­დე­ლი "ტა­იმ­ლა­ი­ნი" სწო­რედ ამით უნდა და­ვამ­თავ­რო:

"სლო­ვე­ნი­ა­ში ერ­თი მე­ო­რეს თუ შე­ა­გი­ნებს, პა­სუ­ხად გი­ნე
ბას­ვე მი­ი­ღებს. არ ბრაზ­დე­ბი­ან.

კარ­გად ვი­ცი, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ასე არ არის. არ იცო­და "სლო­ვე­ნის" მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე გუნ­დის კა­ლათ­ბურ­თელ­მა, რო­მელ­მაც ათა­ნე­ლიშ­ვილს შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას შე­ა­გი­ნა. უნ­და გე­ნა­ხათ, რე­ზო რო­გორ გაბ­რაზ­და, მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გეს გა­სახ­დე­ლამ­დე სდია".


თუ არ ვცდე­ბი, ათა­ნე­ლას ამ ინ­ცი­დენ­ტის გა­მო ხუთ­მატ­ჩი­ა­ნი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცეს.

ალი­აჟ ვრა­ბეცს არც დამ­შ­ვი­დო­ბე­ბა შეშ­ლია:

- კარ­გად, ძმაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული