იგორ კოკოშკოვს სლოვენიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად იწვევენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების თავკაც იგორ კოკოშკოვს ჩვენს ნაკრებთან კონტრაქტის ვადა "ევრობასკეტის" დასრულების შემდეგ ამოეწურა. თუმცა ჯერ არავინ დალაპარაკებია გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე.

ამასობაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოკოშკოვს სლოვენიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის კანდიდატად განიხილავენ. ამის შესახებ გამოცემა "ნოვოსტი" იტყობინება:

"სლოვენიის ნაკრებში მუშაობას აღარ გააგრძელებს ბოჟიდარ მალიკოვიჩი, რომლის შემცვლელად ორი ახალგაზრდა სპეციალისტი მოიაზრება: იურე ჟდოვცი და სერბი იგორ კოკოშკოვი.

- ასეთი წინადადებით გაკვირვებული ვარ, თუმცა ამჟამად მხოლოდ NBA-ზე ვარ კონცენტრირებული, "კლივლენდში" ვმოღვაწეობ. სლოვენიის ნაკრებს კარგად ვიცნობ. ამ გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებთან ერთად "ევრობასკეტზე" ვითამაშე.
თუ ჩვენი თანამშრომლობა შედგება, ეს სერბეთის სამწვრთნელო სკოლის კიდევ ერთი აღიარება იქნება,
- განაცხადა იგორ კოკოშკოვმა."

შეგახსენებთ, რომ ერთი თვის წინათ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იგი სერბეთის ნაკრების თავკაცობის კანდიდატად განიხილებოდა. თუმცა იმ გუნდში მოგვიანებით ალექსანდრ ჯორჯევიჩი დაინიშნა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული