
როგორც ჩვენთან ინტერვიუში ბატონმა იგორმა განაცხადა, ეს მხოლოდ სპეკულაციები იყო. სერბეთის ნაკრებში საშა ჯორჯევიჩი დაინიშნა, ხოლო სლოვენიისაში - 16 იანვარს იურე ზდოვცი.
16 იანვარსვე პოლონურმა საიტმა "პრეჟეგლადმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, იგორ კოკოშკოვის პერსონით პოლონეთის კალათბურთის ფედერაციაა დაინტერესებული. თუმცა იქვე ჩამოთვლილია რამდენიმე გვარი, რომლებიც ასევე განიხილებიან კანდიდატებად: ბოჟიდარ მალიკოვიჩი, რენატო პასკუალი, სებასტიან მაჩოვსკი, მიხაილო უვალინი.
აი, რა წერია იგორ
გარდა ამისა, იგი წლების განმავლობაში მუშაობდა ამერიკულ "ფინიქსში" და კარგად იცნობს პოლონელ ვარსკვლავ მარცინ გორტატს".
პუბლიკაციას ახლავს გამოკითხვა, რომლის მიხედვით, ყველაზე სასურველ კანდიდატთა შორის კოკოშკოვი და მალიკოვიჩი ლიდერობენ. მათ ხმების 27 პროცენტი აქვთ მიღებული. დანარჩენი პრეტენდენტებიდან 10-პროცენტიან ბარიერს ერთიც ვერ სცდება.
ჩვენი მხრივ კი, შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვს საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან გაფორმებული ხელშეკრულება ევრობასკეტის დასრულებასთან ერთად, სექტემბერში ამოეწურა, ფედერაცია კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"