კოტე ტუღუში: მთავარი საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა ჯანმრთელობაა

AutoSharing Option
8 დეკემბერს პარიზში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები 1/8-ფინალის საგზურისთვის C ჯგუფში ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთის, მაკედონიისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან იბრძოლებს.

შემდეგ ეტაპზე 6-გუნდიანი ჯგუფის ოთხი საუკეთესო ნაკრები იასპარეზებს.

წილისყრის შედეგებზე კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა გააკეთა:

"ევროპის ჩემპიონატზე იოლად დასაძლევი მეტოქე არ არსებობს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა ისლანდიამ ევრობასკეტის საგზური მოიპოვა.

თუმცა მთავარი არა მოწინააღმდეგეები, არამედ საქართველოს ნაკრების კალათბურთელთა ჯანმრთელობაა. წლეულს სამი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, შარშან - ორი...

იმედია, ევროპის 2015 წლის
ჩემპიონატს გუნდი მწყობრში შეხვდება".

ასევე იხილეთ:
ფიბამ წილი ჰყარა - ევრობასკეტი 2015-ის ჯგუფები და კალენდარი
მკითხველის კომენტარები / 2 /
gt- "ხო რა თქმა უნდა თორე არაფრისმცოდნე და ავადმყოფი კოკოშკოვისაგან ისედაც და ასედაც კი იღებენ ატკატებს". აი ამიტომაა საჭირო მოსმენების და შესაბამისად ინტერნეტის კონტროლი არ მოისალოს. ასეთ არსება უნდა გამოავლინო და თუ არ დაამტკიცებს ასეთ ბრალდებას, უნდა აკიდო სასჯელი ცილისწამებისათვის. ავადმყოფი კოკოშკოვი კი არა, შენ ხარ.
buba
15:10 09-12-2014
0
ხო რა თქმა უნდა თორე არაფრისმცოდნე და ავადმყოფი კოკოშკოვისაგან ისედაც და ასედაც კი იღებენ ატკატებს.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული