თბილისის მერიის თასი: საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 აგვისტოს საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თბილისის მერიის თასზე პირველი მატჩი ჩაატარა.

საქართველოს ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდა და ანგარიშით 90:55 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველებმა ოთხივე მეოთხედის მოგება შეძლეს და მეტოქე პირნათლეს დაჩაგრეს.

საქართველოს რიგებში 10-ქულიან ზღვარს ერთაბაშად ექსვი კალათბურთელი გადაცდა. შეხვედრაში ერთადერთი ორმაგი დუბლი კი ვიქტორ სანიკიძეს ანგარიშზეა, რომელმაც 10 ქულას 11 მოხსნა მიამატა.

ყველაზე მეტი ქულა კი ესტონელი ტალტსის ანგარიშზეა, რომელმაც 18 ქულის მოგროვება შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ 15 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთების შეძენა
ქომაგებს სპორტის სასახლის სალაროებში შეუძლიათ. ბილეთების ფასი 5, 10 და 15 ლარია.

საქართველო-ესტონეთი 90:55
17:12, 21:12, 33:17, 19:14

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
ხუხაშვილი სახლში!!! გავცოფდი !
დინა
16:23 15-08-2015
0
პირნათლად დაჩაგვრა რას ნიშნავს ნეტა?
giorgipirweli
12:42 15-08-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული