საქართველოს ნაკრები იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აგვისტოს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ტრიესტეს საერთაშორისო ტურნირში ჩაება.

პირველ მატჩში იგორ კოკოშკოვის გუნდი, რომელიც ევრობასკეტისთვის ემზადება, მასპინძელ იტალიას შეხვდა, ბრწყინვალედ ეთამაშა და მხოლოდ ქულით დამარცხდა - მასპინძლებმა 91:90 მოიგეს.

პირველი ტაიმი (პირველი ორი მეოთხედი) იტალიის ნაკრებმა ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანის წყალობით მოიგო 48:45.

მესამე მეოთხედის ბოლო წამზე ჯეიკობ პულენმა სამქულიანი ჩააგდო და მინიმუმდე დაიყვანა იტალიის უპირატესობა - 71:70.

ბოლო მეოთხედის პირველ წამებში თორნიკე შენგელიამ ჩატენა და საქართველოს ნაკრები პირველად გავიდა წინ - 71:72.

თამაშის დასრულებამდე 30 წამით ადრე ვიქტორ
სანიკიძემ
სამქულიანით სტუმრები ისევ წინ გაიყვანა - 89:90, საპასუხო შეტევაში დელა ვალემ ჩააგდო - 91:90. 9 წამით ადრე იგორ კოკოშკოვმა წუთშესვენება აიღო. პულენის სამქულიანი აცდა, მაგრამ ვერც ფაჩულიამ დაამატა და საბოლოოდ იტალიის ნაკრებმა 91:90 იტალიის ნაკრების სასარგებლოდ.

29 აგვისტოს საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთის ნაკრები იქნება (22:30), 30 აგვისტოს კი ჩვენი გუნდის მეტოქე მიჩიგანის უნივერსიტეტი (20:00) იქნება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
Aruashavdasavit
Baxa xufenia
29 აგვისტო 2015 23:53
0
Aeee
Fu tkveni
29 აგვისტო 2015 23:51
0
Sg
Baxa
29 აგვისტო 2015 23:48
0
Eseni tamsh verasdros iswavlian exa rusetan vagebt samrcxvinoa
Fu tkveni
29 აგვისტო 2015 23:47
0
უმაღლესი დონს კალათბურთი იყო ასეთი თამაშით შანსი არის მეოთხედFინალში გასვლის ოGონდ დაკარგვებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და პერიმეთი დავკეთოდ თორე იტალიელებმა ბევრი ესროლეს პერიმეტრიდან უბრალოდ არ წაუვიდათ თორე დიდი სხვაობა იქნებოდა მარა ზაზამ როგორ ვერ ჩააგდო თითქოს ბოლომდე ვერ დავიჯერეთ რო შეგვეძლო იტალიასთან მოგება
gioo
29 აგვისტო 2015 11:46
0
ჩვენებმა კარგი დონის კალათბურთი ითამაშეს ვეთანხმები nodarichi123 მაკარონჩიკებს არ მოუგიათ ჩვენ წავაგეთ არ გაგვიმართლა. ევრობასკეტზე გაგვმართლებოდეს წარმატება ბიჭებს
მერაბი ლოლომაძე
29 აგვისტო 2015 11:17
0
კარგად ითამაშეს ბიჭებმა, მაგრამ მეტი შეუძლიათ და იმედია ჩემპიონატისთვის მოუმატებენ!!! შეცდომებით დავკარგეთ ძალიან ბევრი ბურთი:(
მახო
29 აგვისტო 2015 01:43
0
კიდევ კაი ოპიციალური არ იყო თორე გული გასკდებოდა, ჩვენ წავაგეთ იტალიას არ მოუგია
nodarichi123
29 აგვისტო 2015 01:20
0
მაგრად ვინერვიულე რა :D
წარმატებები ბიჭებო
vaska
29 აგვისტო 2015 01:05
0
ამ თამაშით ევრობასკეტზე მეოდხედფინალამდე მივალთ.საღოლ ბიჭებს...
რომან
29 აგვისტო 2015 00:32
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული