ჟელკო ობრადოვიჩმა იგორ კოკოშკოვს საქართველოს ნაკრების კარგი თამაში მიულოცა

AutoSharing Option
იტალიასთან ღირსეულად ჩატარებული მატჩის შემდეგ იგორ კოკოშკოვთან მისალოცად მივიდა ლეგენდარული სერბი სპეციალისტი ჟელკო ობრადოვიჩი, რომელმაც წაგების მიუხედავად მის მეგობართან ერთად საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის დანარჩენ წარმომადგენლებსაც მიულოცა კარგი თამაში. ეს ის შემთხვევა იყო, როცა წაგების მიუხედავად თავი ჩვენი ნაკრების ყველა წევრს მაღლა ეჭირა. საქართველომ იტალია სტუმრად, ტრიესტში დაამარცხა - დიახ, ნამატჩევს ყველა აღნიშნავდა, რომ თამაში მოგებულია და რიგი მიზეზების გამო საბოლოოდ მასპინძელთა სასარგებლო ანგარიში დაფიქსირდა.

ჟელკო ობრადოვიჩი იტალიისა და საქართველოს მატჩს საქართველოს სათადარიგოთა სკამის უკანა ტრიბუნიდან, იგორ კოკოშკოვთან ახლოს მჯდარი
უყურებდა. იგი ჩვენი ნაკრების მწვრთნელთან მეგობრობს და მათ ურთიერთობას სერბეთის ნაკრებში ერთად ნამუშევარი წლები ამყარებს. კოკოშკოვი ცნობილი თანამემამულის ასისტენტი იყო საკუთარი სამშობლოს ეროვნულ ნაკრებში, რის შემდეგაც დიდი დრო გავიდა, მათი ურთიერთობა კი გრძელდება.

მატჩის დაწყებამდე ობრადოვიჩს კომენტარი ვთხოვეთ...

- იგორი შესანიშნავი მწვრთნელია, ძალიან უყვარს კალათბურთი და სწრაფად პროგრესირებს. ასე რომ არ იყოს, NBA-ს გუნდებში ამდენ ხანს ვერ გაჩერდებოდა. ამერიკის გარდა მისთვის დიდი გამოცდილებაა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობა. თქვენი ეროვნული გუნდიც წინ მიდის და წლიდან წალმდე უმატებს. რაც მთავარია, იგორ კოკოშოვი დიდებული პიროვნებაა. მასთან მუშაობა საინტერესო და სასიამოვნო იყო. აქ მის და მატჩის სანახავად მოვედი. საინტერესოა იგორის მუშაობის ნაყოფი საქართევლოს ნაკრებში.

ეს თქვა ობრადოვიჩმა მატჩის დაწყებამდე, ხოლო მის შემდეგ რაც გააკეთა, ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ კოკოშკოვის მუშაობის ნაყოფით კმაყოფილია. ბოლომდე კმაყოფილი არ იყო თავად კოკოშკოვი, რადგან მოგება ბოლო წამებზე, შემთხვევით გამოეცალა ხელიდან. კოკოშკოვმა გასახდელიში გუნდს ამ სიტყვებით მიმართა:

- როგორც დაინახეთ, ერთი ქულით წავაგეთ, ერთი ჩაგდება დაგკვაკლდა გამარჯვებამდე. ახლა ხომ ხედავთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს თითოეულ ბურთს. ყოველთვის ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, თოთოეული ჩაგდებული ბურთი შესაძლოა გადამწყვეტი იყოს. მართალია დღეს წავაგეთ, მაგრამ ჩვენ ვიდექით ერთად. ჩვენ ვიყავით ერთი გუნდი და ასეთი ერთიანობით ამ ზაფხულს პირველად ვითამაშეთ. 3 დღეში 3 მატჩი გვაქვს, ეს გრაფიკი ახლოსაა ევროპის ჩემპიონატის გრაფიკთან, რაც კარგად უნდა გამოვიყენოთ. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს რუსეთის ნაკრებთან და ყველანი მომზადებულები უნდა შევხვდეთ ამ შეხვედრას.

მატჩის შესახებ კომენტარი გააკეთა იგორ კოკოშკოვის ასისტენტმა კოტე ტუღუშმა:

- როგორც თბილისური მატჩების შემდეგ დავპირდით გულშემატკივარს, ყველა შეხვედრიდან სწორი დასკვნები გამოვიტანეთ, ვიმუშავეთ ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე და ვფიქრობ, იტალიასთან მატჩში სულ სხვა საქართველოს ნაკრები ვიხილეთ. ვერ ვიტყვი, რომ იდეალურები ვიყავით, მაგრამ ძალიან ბევრი დაცვითი ხარვეზი აღმოვფხარით. იტალიის ნაკრები კი ტრიესტეშიც ისეთივე გუნდი იყო, როგორც თბილისში, ძალიან რთული ტყორცნები გამოიყენა, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენი ბიჭების თავდადებული თამაშით დაცვაში თუ შეტევაში, ბოლო წუთებზე რომ არა მსაჯის უხეში შეცდომები, მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
საქართველოს ნაკრები იტალიასთან ერთი ქულით დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული