სლოვენიასთან ორჯერ წავაგეთ, იმედი მაქვს, მესამედ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა სლოვენიის ანკრების შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ევრობასკეტი 2015-ზე საქართველო სწორედ სლოვენიას დაუპირისპირდება.


"სლოვენიელებს ევროპაზე მესამედ ვეთამაშებით. ჩემი აზრით, ეს ზედმეტია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით. მეტოქეს ჩვენთან შედარებით დიდი უპირატესობა ექნება: მატჩი ზაგრების 16-ათასიან არენაზე გაიმართება და წინასწარ ვიცი, რომ სლოვენიელებით პირამდე გაივსება, რადგან მათი ქვეყანა ხორვატიის მეზობელია.

"მწვანეებთან" ორჯერ წავაგეთ, იმედი მაქვს, მესამედ გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება. ეს მხოლოდ სურვილი არ არის, ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრების ძირითადი ბირთვი საკალათბურთო პიკს სწორედ 2015
წელს მიაღწევს და სწორედ ამ ევრობასკეტზე უნდა უჩვენოს რა შეუძლია. ჩემი აზრით, ბევრი შეუძლია.

ეგებ, სლოვენიელებით დარბაზის გადაჭედვაც ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ - თუ თავიდანვე კარგად დავიწყეთ, შესაძლოა დარბაზის მხარდაჭერა მეტოქისთვის ერთგვარ ზეწოლად იქცეს", - თქვა ბოსიამ.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კი მოვიგებთ თუ ისე ვითამაშეთ როგორც ჰოლანდიასთან მოვიგებთ აბა რა იქნება გაჩერდება სლოვენიელები და ჩვენ ჩავყრით კალათში ბურთებს
ემზარი
17:41 06-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული