კენჭისყრის შემდეგ თავისი პირველი კომენტარი Sportall.ge-სთან ვლადიმერ ბოისამ გააკეთა:
- როგორია თქვენი პირველი შეფასება ფედერაციის ახალ პრეზიდენტთან დაკავშირებით?
- ვულოცავ პაატა გურასპაულს ამ წარმატებას და მიხარია, რომ 80%-მა დაუჭირა მას მხარი. საკალათბურთო სამყარო არის ერთიანი და არანაირი უსამართლობა არ ხდება. მჯერა, რომ ის 2-3 თვე რაც იყო, კალათბურთისა და ფედერაციის წინააღმდეგ, აღარ განმეორდება. მჯერა, პაატა გურასპაული გააკეთებს იმას, რაც ჩვენ ვერ გავაკეთეთ და კალათბურთის მომავალი წლები
- შიო ხეცურიანის ბრალდებებს რას უპასუხებთ, რომ არჩევნები წარიმართა უსამართლო გარემოში?
- რა საშუალებებიც ჩვენ გვქონდა, იმის გათვალისწინებით, ჩვენ კარგათ ვიმუშავეთ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობით და ვიცი, რა ძნელია აქ მუშაობა. ჩვენ მაქსიმუმი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს წარმატებისთვის მიეღწია.
ამიტომ არ არის სწორი ლაპარაკი, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ცუდად მუშაობს და კატასტროფული სიტუაციაა. მშვენიერი სიტუაციაა და მჯერა, შემდეგი 4 წელიწადი უკეთესი იქნება.
ადგილი