ევრობასკეტი 2015: საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
8 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მესამე მატჩი გამართა, იგორ კოკოშკოვის გუნდის მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იყო - 68:79 ბერძენთა სასარგებლოდ.

I მეოთხედში თავიდან საქართველოს ნაკრები 8:5 დაწინაურდა, მაგრამ მეოთხედი ბერძნებმა 25:15 მოიგეს.

მეორე მეოთხედში ბერძენთა უპირატესობა უკვე აშკარა გახდა და ტაიმი საბერძნეთის ნაკრებმა 50:22 მოიგო, ანუ 28 ქულით.

მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა აჯობა მეტოქეს - 26:11 და სხვაობა 13 ქულამდე დაიყვანა - 48:61.

ბოლო მეოთხედში თანაბარი ბრძოლა გაიმართა, საბოლოოდ, 11 ქულის სხვაობით, 68:79 დავმარცხდით.

საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე
შენგელია
იყო 20 ქულით. 11 ქულა ჩააგდო მანუჩარ მარკოიშვილმა, 10 - ვიქტორ სანიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პირველი ორი მატჩი ჰოლანდიასთან და სლოვენიასთან დათმო.

9 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის მაკედონიის წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სკოლბურთია?ასეთი უსუსური ნაკრები როგორ დაუშვეს ევროპაზე
vaxvax
23:15 08-09-2015
0
კარგი დასვენება გამოუვიდათ ჩვენს ლეგიონერებს. ქართულად მოილხინეს ნაკრებში.
kokoiTi
08:01 09-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული