ევრობასკეტი 2015: საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა!

AutoSharing Option
10 სექტემბერს ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. C ჯგუფის ბოლო მატჩში ერთმანეთს ჰოლანდიისა და საბერძნეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, საბერძნეთის ნაკრებმა იმარჯვა 68:65.

მანამდე საქართველოს ნაკრებმა ხორვატიასთან 71:58 იმარჯვა.


ჰოლანდია-საბერძნეთის შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ნაკრებისთვის, თუკი ჰოლანდია დამარცხდებოდა, იგორ კოკოშკოვის გუნდი ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებდა და პლეი ოფის საგზურს მოიპოვებდა.

I ტაიმი ბერძნებმა 34:31 მოიგეს. ბოლო მეოთხედისკენ უმოტივაციო ბერძენთა უპირატესობა შემცირდა და შეხვედრის დასრულებამდე 23 წამით ადრე ანგარიში 64:62 გახდა ბერძნების სასარგებლოდ.

საბოლოოდ საბერძნეთის
ნაკრებმა მაინც მოიგო 68:65 და ამით საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გაიყვანა.

1. საბერძნეთი - 10 ქულა, 2. ხორვატია - 8, 3. სლოვენია - 8, 4. საქართველო - 7, 5. მაკედონია - 6, 6. ჰოლანდია - 6.

მერვედფინალში, საფრანგეთში საქართველოს ნაკრების მეტოქე ლიტვის ნაკრები იქნება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
პირველი როარ წაგვეგო ჰოლანდიასთან დიდი ალბათობიტ ჯგუფში პირველზე ცვენ ვიქნებოდით. ჰოლანდიასთან წაგების გამო წავაგეთ შემდეგი ორი თამაში ფსიქოლოგიურად გატყდნენ თორე ჩვენი ნაკრებივით არცერთი არ თამაშობს. პირანიებივით არიან
ჩიკო
11:59 11-09-2015
0
მაგარი ხალხი
Zura
10:02 11-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული