ლიტვა-საქართველო 85:81 - ღირსეულად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა. ღირსეულად... ლიტვის ნაკრებთან მატჩში 24 წუთის განმავლობაში ლიდერობდა, მაშინ, როცა ბალტიელები სულ 13 წუთით იყვნენ წინ... გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ...

მეოთხედების მიხედვით მატჩის ქრონოლოგიის თხრობა ხშირად უინტერესოა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. სწორედ სხვადასხვა მეოთხედში ვიხილეთ ტაქტიკური, ფიზიკური თუ ემოციური ჭიდილი.

პირველი პერიოდის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც უთუოდ საწყისი მღელვარების ბრალი იყო, ჩვენი გუნდი ხომ ასეთი დონის შეჯიბრების პლეი ოფში პირველად თამაშობდა. ლიტველები კი ევრობასკეტებზე ნახევარფინალში თუ არ გავლენ, გამოსვლას წარუმატებლად თვლიან.

ქართველთა ნერვიულობის ნიშანი პირველ ხუთ წუთში მიღებული ოთხი ჯარიმა იყო...

მღელვარების დაძლევის პირველი წამალი ზედიზედ ორ-სამ შეტევაში ბურთის ჩაგდებაა. კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ლიტველთა მცირე გაქცევას ოთხი ქულით უპასუხა, დაცვაშიც ისე ავთამაშდით, როგორც აქამდე ხორვატიასა და მაკედონიასთან და სიტუაციაც დალაგდა.

პირველ მეოთხედში მეტოქეზე მეტი, 2-სამქულიანი ჩავაგდეთ, სამწამიანი ზონიდან 10 ქულა მივითვალეთ და პერიოდი დამსახურებულად მოვიგეთ - 20:17.

მეორე ათწუთეულში მდევრის როლში უკვე ლიტვა იყო. როგორც ჩანს, ჯგუფურ ეტაპზე მეოთხეადგილოსანი ქართველებისგან დაცვაში ასეთ მედგარ წინააღმდეგობას და შეტევაში თავისუფალ, ზუსტად თამაშს არ ელოდნენ და უკვე ლიტველებს დაეტყოთ აღელვება. შედეგად, თუ პირველ მეოთხედში ერთი საჯარიმო ტყორცნაც არ გვისვრია, მეორე ათწუთეულში 9-დან 9 საჯარიმო ჩავაგდეთ.

იყო ეპიზოდი, 9 ქულითაც დავწინაურდით, მაგრამ როგორც ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა აღნიშნა, ლიტვის დარი გუნდი შეცდომებს არავის ჰპატიობს, 10-ქულამდე ასვლა არ დაგვაცადა. მეტიც, მესამე რაუნდის დასაწყისში ბალტიისპირელები 6 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ამის შემდეგ კიდევ ერთხელ იფეთქა საქართველოს ნაკრებმა და კვლავ მოიპოვა უპირატესობა, რომელიც ხელჩასაჭიდი არ აღმოჩნდა.

ბოლო წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით აგებდა, მაგრამ იოანის მაციულისმა ურთულესი სამქულიანის ტყორცნა გარისკა და გამარჯვებისა ჩააგდო. იგი ის კალათბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც გაჭირვების პერიოდში თამაში საკუთარ თავზე აიღო და საბოლოოდ 34 ქულამდე ავიდა.

საქართველოს ნაკრებში შედარებით გუნდური სტატისტიკა დაფიქსირდა, თუმცა, ლიდერი ჩვენთანაც იყო - ზაზა ფაჩულია, რომელმაც საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და 23 ქულას 7 მოხსნა და 3 პასი მიამატა.

ევრობასკეტი 2015. 1/8 ფინალი
ლიტვა-საქართველო 85:81
17:20, 22:20, 22:22, 24:19

Sportall.Ge

ლატვია-სლოვენია 73:66
20:20, 22:20, 13:12, 18:14

საბერძნეთი-ბელგია 75:54
16:15, 18:16, 23:11, 18:12

ესპანეთი-პოლონეთი 80:66
25:20, 16:19, 14:16, 25:11

საფრანგეთი-თურქეთი 76:53
17:18, 19:8, 23:14, 17:13

ხორვატია-ჩეხეთი 59:80
13:20, 18:28, 12:17, 16:15

სერბეთი-ფინეთი 94:81
23:24, 25:19, 23:21, 23:17

ისრაელი-იტალია 52:82
13:22, 17:18, 9:28, 13:14

1/4 ფინალი
15 სექტემბერი
ესპანეთი-საბერძნეთი (20:30)
საფრანგეთი-ლატვია (23:00)

16 სექტემბერი
სერბეთი-ჩეხეთი (20:30)
იტალია-საქართველო/ლიტვა (23:00)

ვაჟა სიმონიშვილი ლილიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი იქნებოდა ჩვენ მოგვეგო და ლიტველებს ეთამაშათ ღირსეულად
petre kupry
15 სექტემბერი 2015 09:49
0
ეს უკვე ჩვეულებრივი ნაკრები იყო - უაზრო სეცდომებით და აბსურდული სტრატეგიით.

ფავორიტმა ხორვატებმა ჩეხებთან 21 ქულა წააგეს.
dasanania
14 სექტემბერი 2015 22:22
0
ძალიან მაგრად ითამაშეს ჩვენმა ბიჭებმა, დიდი მადლობა მათ. მთელი თამაში არ დაგვიკარგავს მსოფლიოს მეოთხე გუნდზე გამარჯვების შანსი.
დიტო
14 სექტემბერი 2015 17:06
0
დიდი მადლობა ბიჭებს! ვინც დაიღალეთ აღარ უყუროთ.
ნიკოლოზ
14 სექტემბერი 2015 15:11
0
ბიჭებმა კი კარგათ ითამაშეს, იყვნენ მომზადებულები საბრძოლველად, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ იყვნენ მომზადებულები მოსაგაბათ. ეს ბოლო წუთებზეც გამოჩნდა. როცა ლიტვასთან ზუსტად საჭირო მომენტში დავკარგეთ რამდენჯერმე უაზროთ ბურთი. და პულენზე უკეთესი ლეგიონერი რით ვერ ნახეს. ერთ სამქულიანს რომ აგდებს 5 შეტევას აფუჭებს.
1515
14 სექტემბერი 2015 12:59
0
ჩემი აზრით ეს ტრივიალური ღირსეული წაგება არ ყოფილა. მართალი გამოდგა მანუ, როცა ამბობდა ნაკრებს ჯიგარი და გული აქვსო. თქენი არ ვიცი, მაგრამ მსგავსი გამართული თამაში დაცვაში ჩვენი ნაკრების შესრულებით მე არ მახსოვს. კოკკოშკოვი გულზე არ მეხატება, თუნდაც მაკედონიასთან გასულ ევროპის პირველობაზე წაგების გამო, მაგრამ ნუ დავუკარგავთ დადებითსაც, ასეთი თამაში დაცვაშიმისი დალაგებულია. მოკლედ დიდი მადლობა ბიჭებს თავდადებისათვის. ეს შემადგენლობა ახალი მაღალი დონის მწვრთნელით კიდევ ერთ ევროპას ნამდვილად ითამაშებს და დიდი შანსია წარმატებითაც. საღოლ ბიჭებო!
murtalo
14 სექტემბერი 2015 12:07
0
ერთ ერთი უძლიერესი გუნდი გვყავდა,საკანდეერთლიძის,ქორქიას...სამოც-სამოცდაათიანი წლების დინამოს გუნდის შემდგომ,მებრძოლი გუნდი,კვლავ,ამგვარ ტურნირებში თამაშის გამოცდილება არ გვეყო,კარგი ,უფრო გამოცდილი მწვრთნელი გვესაჭიროება,მოქმედი ენბეას მწვრთნელი,რომელიმე ამერიკული გუნდის ფერსთ კოაჩი,არა მეორე არა მესამე...სათანადოდ ანაზღაურებადი,არ იქნება წყალში გადაყრილი დალარები.მწვრთნელის წვრილმანი ტაქტიკური შეცდომებით გადამწყვეტ მომენტებში,ახალგაზრდა კალათბურთელების ვერ გამოყენებით,მათთვის მიცემული მცირე სათამაშო დროის გამო ფარკეტზე და საერთოდ,მეორე ხუთეულის ნაკლები სათამაშო დროის გამოც,ლიდერების დაღლისას-მეტი ვერ "შევძელით".....სიძლიერით კი ევროათეულის გუნდი გვყავს და ოლიმფიურ გეიმში მონაწილეობის რეალური შანსი გვქონდა,როგორც არას დროს,ცოტა დისციფლინა და სათანადო ურთიერთ გაგება რომ გვქონოდა,მწვრთნელის "დაჟინებული" მითითებით ,ზედმეტად ამბიციურად,ინდვიდუალური "გადამლაშებით",მოთამაშეებს,როცა საჭირო არ არს...ევრო ტოფ ოთხეულში ვიქნებოდით.ბრძოლის უნარიანი,მაგრამ მწვრთნელის შეცდომებით-არასტაბულურად-ვთამაშობთ,ახლო სამომავლოდ მაგარი გვუნდი გვექმნება,თუ კი "აფუძვლიანად"ქართულად გავირჯებით.
M.Z.Euroрe
14 სექტემბერი 2015 11:14
0
წავაგეთ და მორჩა. ცქიტიშვილი რომ ყოფილიყო და ნორმალური ლეგიონერი, ოლიმპიადის ლიცენზიას მოვიპოვებდით. პასუხისმგებლობა ფედერაციის და სამწვრთნელო შტაბის. ბიჭებს მადლობა.
1
14 სექტემბერი 2015 11:06
0
დავიღალეთ უკვე ამდენი ღირსეული წაგებით.ერთხელ ხო შეიძლება გადამწყვეტი და პრინციპული თსმაში მოვიგოთ ყველა სპორტში.მერამდენე წელია მოგებულ თამაშებს უაზრო შეცფომრბით ვაგებთ,კარგით რა ნერვები აღარ გვაქვს უკვე....მოაშორწთ რა ეს პულენი კიდე სანსმ ინფარქტით დაიხოცა ნახევარი საქართველო
gg
14 სექტემბერი 2015 10:34
0
ამ ღირსეული წაგებებით არ დაიღალეთ??? წაგება წაგებაა აღარ უნდა დამარცხებულს ქება დიდება!!!
tedo
14 სექტემბერი 2015 10:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული