იგორ კოკოშკოვი: წაგების მიუხედავად, მადლობა ბიჭებს!

AutoSharing Option
საქართველოს საკალთბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა ლიტვასთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა.


"ძალიან დაძაბული თამაში იყო ძალიან გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან. ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით და ბოლომდე ვიბრძოლეთ. თამაშის ბედი მცირე უპირატესობამ გადაწყვიტა, ლიტვა ძალიან ძლიერი გუნდია და თუნდაც უმნიშვნელო ჩავარდნებს არავის პატიობს.

ჩვენ დავუშვით შეცდომები - უწყინარ სიტუაციაში დავკარგეთ რამდენიმე ბურთი, შეტევაშიც რაღაც არ გამოგვივიდა და ეს იყო - მეტოქემ ისარგებლა და მეოთხედფინალში გავიდა.

წაგების მიუხედავად მინდა გუნდის წევრებს მადლობა ვუთხრა. ვამაყობ მათი დამოკიდებულებით,
ერთიანობით და ბრძოლისუნარიანობით. სწორედ ამის წყალობით მოვიდა გუნდი ამ ეტაპამდე.

როგორც გუნდი, ნაკრები ვითარდება, ასევე კალათბურთის ფედერაცია, რომელიც სწორი მიმართულებით მიდის", - თქვა კოკოშკოვმა.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი მადლობა ბიჭებო, ალბათ ბოლომდე ვერც თქვენ დაიჯერეთ, თორემ ვინ იცის???
სერგო
22:38 14-09-2015
0
მადლობა ბიჭებს
სოს
16:15 14-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული