ლიტვა-საქართველო 85:81 - ღირსეულად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა. ღირსეულად... ლიტვის ნაკრებთან მატჩში 24 წუთის განმავლობაში ლიდერობდა, მაშინ, როცა ბალტიელები სულ 13 წუთით იყვნენ წინ... გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ...

მეოთხედების მიხედვით მატჩის ქრონოლოგიის თხრობა ხშირად უინტერესოა, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. სწორედ სხვადასხვა მეოთხედში ვიხილეთ ტაქტიკური, ფიზიკური თუ ემოციური ჭიდილი.

პირველი პერიოდის დასაწყისში საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა, რაც უთუოდ საწყისი მღელვარების ბრალი იყო, ჩვენი გუნდი ხომ ასეთი დონის შეჯიბრების პლეი ოფში პირველად თამაშობდა. ლიტველები კი ევრობასკეტებზე ნახევარფინალში თუ არ გავლენ, გამოსვლას წარუმატებლად თვლიან.

ქართველთა ნერვიულობის ნიშანი პირველ ხუთ წუთში მიღებული ოთხი ჯარიმა იყო...

მღელვარების დაძლევის პირველი წამალი ზედიზედ ორ-სამ შეტევაში ბურთის ჩაგდებაა. კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ლიტველთა მცირე გაქცევას ოთხი ქულით უპასუხა, დაცვაშიც ისე ავთამაშდით, როგორც აქამდე ხორვატიასა და მაკედონიასთან და სიტუაციაც დალაგდა.

პირველ მეოთხედში მეტოქეზე მეტი, 2-სამქულიანი ჩავაგდეთ, სამწამიანი ზონიდან 10 ქულა მივითვალეთ და პერიოდი დამსახურებულად მოვიგეთ - 20:17.

მეორე ათწუთეულში მდევრის როლში უკვე ლიტვა იყო. როგორც ჩანს, ჯგუფურ ეტაპზე მეოთხეადგილოსანი ქართველებისგან დაცვაში ასეთ მედგარ წინააღმდეგობას და შეტევაში თავისუფალ, ზუსტად თამაშს არ ელოდნენ და უკვე ლიტველებს დაეტყოთ აღელვება. შედეგად, თუ პირველ მეოთხედში ერთი საჯარიმო ტყორცნაც არ გვისვრია, მეორე ათწუთეულში 9-დან 9 საჯარიმო ჩავაგდეთ.

იყო ეპიზოდი, 9 ქულითაც დავწინაურდით, მაგრამ როგორც ნამატჩევს მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა აღნიშნა, ლიტვის დარი გუნდი შეცდომებს არავის ჰპატიობს, 10-ქულამდე ასვლა არ დაგვაცადა. მეტიც, მესამე რაუნდის დასაწყისში ბალტიისპირელები 6 ქულითაც დაწინაურდნენ, თუმცა ამის შემდეგ კიდევ ერთხელ იფეთქა საქართველოს ნაკრებმა და კვლავ მოიპოვა უპირატესობა, რომელიც ხელჩასაჭიდი არ აღმოჩნდა.

ბოლო წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით აგებდა, მაგრამ იოანის მაციულისმა ურთულესი სამქულიანის ტყორცნა გარისკა და გამარჯვებისა ჩააგდო. იგი ის კალათბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც გაჭირვების პერიოდში თამაში საკუთარ თავზე აიღო და საბოლოოდ 34 ქულამდე ავიდა.

საქართველოს ნაკრებში შედარებით გუნდური სტატისტიკა დაფიქსირდა, თუმცა, ლიდერი ჩვენთანაც იყო - ზაზა ფაჩულია, რომელმაც საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და 23 ქულას 7 მოხსნა და 3 პასი მიამატა.

ევრობასკეტი 2015. 1/8 ფინალი
ლიტვა-საქართველო 85:81
17:20, 22:20, 22:22, 24:19

Sportall.Ge

ლატვია-სლოვენია 73:66
20:20, 22:20, 13:12, 18:14

საბერძნეთი-ბელგია 75:54
16:15, 18:16, 23:11, 18:12

ესპანეთი-პოლონეთი 80:66
25:20, 16:19, 14:16, 25:11

საფრანგეთი-თურქეთი 76:53
17:18, 19:8, 23:14, 17:13

ხორვატია-ჩეხეთი 59:80
13:20, 18:28, 12:17, 16:15

სერბეთი-ფინეთი 94:81
23:24, 25:19, 23:21, 23:17

ისრაელი-იტალია 52:82
13:22, 17:18, 9:28, 13:14

1/4 ფინალი
15 სექტემბერი
ესპანეთი-საბერძნეთი (20:30)
საფრანგეთი-ლატვია (23:00)

16 სექტემბერი
სერბეთი-ჩეხეთი (20:30)
იტალია-საქართველო/ლიტვა (23:00)

ვაჟა სიმონიშვილი ლილიდან
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგი იქნებოდა ჩვენ მოგვეგო და ლიტველებს ეთამაშათ ღირსეულად
petre kupry
09:49 15-09-2015
0
ეს უკვე ჩვეულებრივი ნაკრები იყო - უაზრო სეცდომებით და აბსურდული სტრატეგიით.

ფავორიტმა ხორვატებმა ჩეხებთან 21 ქულა წააგეს.
dasanania
22:22 14-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული