საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ილიას ზუროსი უკვე თბილისშია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ბერძენი სპეციალისტი ილიას ზუროსი თბილისშია.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ უცხოურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ცნობა, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი ზუროსია. ამ ინფორმაციას საფუძველი რომ ჰქონდა, მოგვიანებით კალათბურთის ფედერაციაშიც დაგვიდასტურეს.

როგორც ჩანს საქმე სერიოზულადაა, რასაც ილიას ზუროსის თბილისური ვიზიტიც ადასტურებს. იგი საქართველოშია და სუპერლიგის მატჩებსაც ესწრება. როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, ამას უახლოეს დღეებში შევიტყობთ.

მანამდე კი მოგახსენებთ, რომ 49 წლის მწვრთნელი ამჟამად უმუშევარია და გადაწყვეტილი აქვს მხოლოდ სანაკრებო საქმიანობით დაკავდეს. საკლუბო კარიერაში დროებითი
პაუზა აქვს აღებული. ზუროსი 2011 წელს ევრობასკეტზე საბერძნეთის ნაკრებს ხელმძღვანელობდა და საქართველოს წინააღმდეგაც ითამაშა. მუშაობდა ევროლიგის და საბერძნეთის ჩემპიონატის კლუბებში: "ოლიმპიაკოსში", "ჟალგირისში", "პანელინიოსში", "ეფესში"... ბოლო კლუბი თურქული "თოფაზი" იყო, რომელსაც 2014-15 წლების სეზონში წვრთნიდა

მას შემდეგ რა ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატთა სიას იგორ კოკოშკოვი გამოაკლდა, სამი კანდიდატი დარჩა - ილიას ზუროსი და ორი სერბი სპეციალისტი. თუმცა უკანასკნელთა ვინაობა ჯერ არ გაუმხელიათ.
მკითხველის კომენტარები / 20 /
"ნიკოლოზი"-ს და "zaza"-ს. 100%-ით ვეთანხმები თქვენს კომენტარებს. როგორ სეიძლება მსოფლიო მასშტაბით კალათბურთის და რაგბის შედარება. კალათბურთს ყველა ქვეყანაში თამაშობენ, რაგბის კი სულ 20-მდე ქვეყანაში, ძირითადად ინგლისის რამდენიმე კოლონიაში. იმათ დონეზეც კი, დიდი ვერაფერ წარმატება გვაქვს. შეადარეთ, რა ფული ტრიალებს კალათბურთში და რაგბში. ზაფხულის ოლიმპიადას უმეტესობა სწორედ კალათბურთის გამო ელოდება. კალათბურთს მიხედეთ, ერთადერთი წარმატებული გუნდური და კომერციული სპორტია საქართველოში. ამ ზუროსმა მართლა მილიონი თუ არ მოითხოვა, ძალიან კარგი ვარიანტი უნდა იყოს. ინტერნეტში ვნახე, ძალიან სერიოზული მწვრთნელია.
2015
31 იანვარი 2016 17:14
0
"glaxuna"-ს. პირველ რიგში, ზრდილობას მოუხმე, თუ გაგაჩნია. მეორეც, ნამდვილად ვიცი, შენზე ბევრად კომპეტენტური ვარ არა მარტო კალათბურთში, არამედ სპორტის არაერთ სახეობაში, ჩემი სპეციალობიდან და სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე.
"zaza"-ს ვეთანხმები. რაგბი საქართველოში წარმატებულ სპორტად ითვლება, თუმცა საერთაშორისო მასშტაბით კალათბურთთან ახლოს ვერ მივა. საბურთალოს რაიონზე პატარა ტონგას დამარცხება რომ სატრბახოა, მანდ ჩანს რეალობა. რაგბის ძალიან ცოტა ქვეყანაში თამაშობენ მათ შორის კი საქართველო ევროპის დონეზეც მხოლოდ მეორე კატეგორიაში განიხილება და უახლოეს მომავალში "ექვსი ერის", ანუ ასე ვთქვათ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის შანსი არ აქვს. პროფესიონალურ დონეზე კალათბურთს ათასჯერ მეტი ადამიანი თამაშობს, ვიდრე რაგბის, ხოლო არაპროფესიონალურ დონეზე, ეს ათიათასჯერ მეტია(სხვაობას აღიქვამთ?!). კალათბურთი რაგბისგან განსხვავებით, კომერციული სპორტია და მასში ფულის დაბანდებას, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრიდან, დიდი მოგების მოტანა შეუძლია. რაგბისტებს ღმერთმა ხელი მოუმართოს, მათთან ძალიან ახლო ურთიერთობები მაქვს და რა თქმა უნდა, წარმატებას ვუსურვებ. თუმცა რეალობას თუ შევხედავთ, პრიორიტეტებად დაყოფის შემთხვევაში, კალათბურთი გაცილებით წინ უნდა დააყენოს სახელმწიფომ და სპონსორებმა.
ნიკოლოზი
31 იანვარი 2016 16:32
0
გლახუნას
რაგბს ,,სერიოზულად,,თამაშობენ მსოფლიოს 15–16(ესეც მაქსიმუმ)ქვეყანაში და ჩვენ მხოლოდ რუმინელებზე უკეთესები ვართ და კიდევ მოვახერხეთ ტონგას დამარცხება.
კალათბურთში დავამარცხეთ ხორვატები და ლიტვასთან (რომელიც მე–2იყო ევროპაზე და მრავალგზის პრიზიორია)ბოლომდე ვიბრძოლეთ თანაბრად!კალათბურთს მთელი მსოფლიო თამაშობს და პოპულარობით მე–2 სპორის სახეობაა ფეხბურთის შემდეგ!
zaza
31 იანვარი 2016 02:40
0
ნიკოლოზი
მეგობარო,

რატომ ლაპარაკობ სისულელეს ?!
საქართველოს
რაგბი
მსოფლიოში 12-ლში არის,მაქსიმუმ 16-ულში,
ევროპაში მე-7 !

და... კალათბურთში ?!
აბა შევხვდეთ :აშშ-ს,არგენტინას,ავსტრალიას,ჩინეთს...
(ამხანაგურები მაინც რომ დაიგეგმონ,ჩვენ რ ა ლ უ რ ძალას ნათლად დავინახავთ!)

პ ო ტ ე ნ ც ი ა ლ ი გვაქვს,მაგრამ
რუსულ ავტორიტარულ კლანურ-კრიმინალური მმართველობის სისტემით

სახელმწიფო ბიუჯეტი ა რ გაიზრდება-
ა რ ა ს ო დ ე ს და სპორტშიც,კალათბურთშიც დ ა ფ ი ნ ა ნ ს ე ბ ა არ გაიზრდება,
არც ბიზნესმენები კრიმინალურ გარემოში საკმაო ფინანსებს არ ჩ ა დ ე ბ ს და...
(შეიძლება მხოლოდ აქა-იქ და ქაოსურად,ანუ საერთო ჯამში უპერსპექტივო!)
ამიტომ სამწუხაროდ რეგრესი მეტად მოსალოდნელია,ვიდრე კიდევ უფრო პ რ ო გ რ ე ს ი-
კალათბურთში
ეს თაობა სანამ ითამაშებს ?!
glaxuna
31 იანვარი 2016 01:16
0
"NBA"-ს. კი ბატონო, გაიხარე, კარგია NBA-ს მწვრთნელის ჩამოყვანა, მაგრამ მათი ხელფასი საქართველოს კალათბურთის მთელ დაფინანსებაზე მეტია, ასე რომ, ეგ მიუწვდომელი ოცნებაა. გასათვალისწინებელი, რომ მწვრთნელი ევროპულ კალათბურთში ერკვეოდეს და ევროპელების თავისებურებებს იცნობდეს. შესაძლოა, აშშ-ში წარმატებულმა სპეციალისტმა საქარტველოს ნაკრებში ვერაფერი გააკეთოს. მიმაჩნია, რომ ბერძენი ზუროსი, რომელიც ევროპულ, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ქართველებისთვის ძალიან კარგი ვარიანტია. რა თქმა უნდა, თანხას დიდი მნიშვნელობა აქვს. ცხადაძის მაგალითი ცხვირწინ გვაქვს.
გიო
30 იანვარი 2016 23:23
0
დამუკიდებელ საქართველოში, სპორტის გუნდურ სახეობებში კალათბურთელებმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწიეს. ისინი ევროპის უძლიერეს გუნდებთან თანაბრად თამაშობენ(რაგბში ეს მიუწვდომელი ოცნებაა), შესაბამისად, მათ ნამდვილად მიხედვა და დაფინანსების გაზრდა უნდა. ჩემი აზრით, საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთის მწვრთნელზე ნაკლებს არ უნდა იღებდეს. არ ვიცი, ახალ მწვრთნელს რამდენს გადაუხდიან, მაგრამ ზუროსი ევროპის დონეზე რომ ძალიან მაღალი დონის სპეციალისტად ითვლება, ფაქტია. უპერსპექტივო ნაკრების მწვრთნელ ცხადაძეს თუ(ქეცბაიაზე აღარაფერს ვამბობ) წელიწადში ნახევარ მილიონ დოლარზე მეტს უხდიდნენ, ევროპის ჩემპიონატში მერვედფინალში გასულ და ფინალისტთან 1 ბურთით დამარცხებული გუნდის მწვრთნელს, მინიმუმ მაგის ნახევარი ნამდვილად ეკუთვნის. ცალკე თემაა დამხმარე სპეციალისტები. მოკლედ, თუ შეთანხმდნენ და ჩვენ გუნდს გაწვრთნის, წარმატებებს ვუსურვებ.
ნიკოლოზი
30 იანვარი 2016 22:08
0
არ გვესმის ქართველებს ურტიერთის.ჰაერივით გვესაჭიროება მხოლოდ და მხოლოდ NBA-ს მწვრთნელი,და სერბზე უფრო წარმატებული ამ ლიგაში,აუცილებლად ფერს ან სექნდ ქოაჩი ამ ლიგის რომელიმე გუნდის,შეთავსებითაც რომ ნაკრებში ეგეც არა უშავს,აი ნახავთ თუ ამგვარად არ იქნება,ნაკრების კლასი დაქვეითდება,მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვიო -ამგვარადააა ქართველთათვის,მოყვრის მიერ თქმულის გაგონების უკსვლა.
NBA
30 იანვარი 2016 21:11
0
https://videowin.ge/index/video?id=37163
ზაზა ფაჩულიას და ნიკოლა მიროტიჩის ჩხუბი თამაშის დროს
twist_twist
30 იანვარი 2016 20:53
0
აუ, ილიას ზუროსი თუ დაგვთანხმდა, მართლა მაგარია. ეგ 2009-10 წლებში ევროთასების საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ისე, მილიონს ნუ მოითხოვს.
.
30 იანვარი 2016 19:50
0
ილიას ზუროსი თუ დათანხმდა, მართლაც კარგი იქნება. ის კოკოშკოვთან შედარებით ბევრად კვალიფიციური და გამოცდილია. მარტო ის რად ღირს, უმაღლესი კლასის რომ საბერძნეთის ნაკრებს წვრთნიდა. ის აღიარეს 2009-10 წლების ევროთასების საუკეთესო მწვრთნელად. მოკლედ, ზუროსი ძალიან კარგი კანდიდატია. შეგახსენებთ, მისი წინამორბედი ისე დანიშნეს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად, სანაკრებო კი არა, საკლუბო დონეზეც არ ქონდა გამოცდილება. იგორი მანამდეც და ეხლაც ასისტენტად მუშაობს.
გიო
30 იანვარი 2016 19:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული