ოფიციალურად: ილიას ზუროსი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ილიას ზუროსი გაწვრთნის.

ოფიციალური ინფორმაცია საკუთარ ვებ-გვერდზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაავრცელა.

ბერძენმა სპეციალისტმა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან კონტრაქტი დღეს გააფორმა. ფედერაციის მხრიდან კონტრაქტს ხელი პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ მოაწერა.

ხელშეკრულება 1+1 წლიანია და 2017 წლის ევრობასკეტზე საქართელოს ნაკრების გასვლის შემთხვევაში ის ავტომატურად გახანგრძლივდება.

ილიას ზუროსი საკმაოდ დიდი სამწვრთნელო გამოცდილებისა და ტიტულების მქონე სპეციალისტია. ის საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებსა და რამდენიმე წამყვან ევროპულ კლუბს თავკაცობდა.

ილიას ზუროსი ქართული სპორტული მას-მედიის წარმომადგენლებს ხვალ, დაგეგმილ პრეს-კონფერენციაზე 12:00 საათზე შეხვდება.

სამწვრთნელო კარიერა
2000-2002
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
2003-2004 საგესი (ლიბანი)
2004-2005 პერისტერი (საბერძნეთი)
2005-2006 არისი (საბერძნეთი)
2006-2007 პარიზ-ლევალი (საფრანგეთი)
2007-2010 პანელინიოსი (საბერძნეთი)
2011 ჟალგირისი (ლიტვა)
2011-2012 საბერძნეთის ეროვნული ნაკრები
2012 ეფესი (თურქეთი)
2013 ჟალგირისი (ლიტვა)
2014-2015 თოფაში (თურქეთი)

მიღწევები და ტიტულები
ლიბანის ჩემპიონი (2004)
ფიბა-აზიის ჩემპიონთა თასის მფლობელი (2004)
ევროთასის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი (2010)
ლიტვის თასის მფლობელი (2011)
ბალტიის ლიგის ჩემპიონი (2011)
ლიტვის ჩემპიონი (2011)

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
გაბრიჩიძის სახე ნახე... ნიზლავში აქ წაგებული ამის დანიშვნა!?
genius
20:14 18-02-2016
0
ოდნავი ღიმილი არ აწყენდა ჩვენსას!
giorgi
00:39 19-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული