"ვიმედოვნებ, ერთ დღესაც ჩემს აკადემიაში აღზრდილებს NBA-ს დრაფტზე ვიხილავ"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია თბილისში კემპის გამართვას გეგმავს. ამის შესახებ მან ამერიკელ ჟურნალისტებთან ილაპარაკა. სტატია "დალას მავერიქსის" ოფიციალურ ვებგრვედზე გამოქვეყნდა. გთავაზობთ პუბლიკაციის თარგმანს.

"ივნისში ზაზა ფაჩულია თბილისში საზაფხულო კემპს გამართავს, რომლის მასპინძელი მისივე საკალათბურთო აკადემია იქნება.

ზაზამ აკადემია 2015 წელს გახსნა. მას მერე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს და შედეგებიც უმჯობესდება. იგი "მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელებისგან ნაყიდი პარკეტის დაგებასაც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან "დალას მავერიქსმა" ფაჩულია სწორედ "მილუოკი ბაქსიდან" გადაიყვანა.

"აღელვებული ვარ, ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემი აკადემიის ბავშვებს. დიდებულია, როცა
საქართველოში ხედავ ასეთი დონის დარბაზს.

გარდა იმისა, რომ კალათბურთელებს საშუალება აქვთ, ივარჯიშონ მშვენიერ პირობებში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქმე აქვთ ძლიერ სპეციალისტებთან. მათგან სწავლობენ პროფესიონალიზმს, დისციპლინას და კალათბურთის ისტორიას", - ამბობს ზაზა ფაჩულია.

საქართველოდან NBA-ს დრაფტზე სხვადასხვა დროს 5 ქართველი აიყვანეს. მათ შორის ფაჩულია რეკორდსმენია. 13 წელია ნაციონალურ საკალათბურთო აკადემიაშია, გამოირჩევა თავისი მებრძოლი სულითა და შეუპოვრობით. მოედნის მიღმა იგი ბიზნესზეც სერიოზულად ფიქრობს. მას იმედი აქვს, რომ "ზაზა ფაჩულიას აკადემია" ხელს შეუწყობს ქართული კალათბურთის განვითარებას და NBA-ს კალიბრის მოთამაშეების აღზრდას.

ვიმედოვნებ, ჩემი აკადემიიდან ერთ დღესაც სამი, ოთხი ან ხუთი კალათბურთელი დადგება NBA-ს დრაფტზე. ეს საოცარი იქნება. ასეთია ჩემი ოცნება, - დასძენს ზაზა ფაჩულია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მართალი ხარ ნამდვილად!

ზაზა არ არის ცუდი პიროვნება და როგორც ჩანს ვიღაცამ უნდა ურჩიოს, რომ საკუთარი სამშობლოსთვის და თანამოქალაქეებისთვის ასეთი სიკეთის გაწევა კი არ ღირს, აუცილებელიცაა.

პრაგმატულადაც რომ ვიმსჯელოთ, მხოლოდ ზაზას ოლ სტარში კინაღამ მოხვედრამ და ამის გამო ატეხილმა აჟიოტაჟმა მოუმატა მას ღირებულება მინიმუმ 1 მილიონი. აქედან ნახევარიც არ დასჭირდება ალბათ ამ ქველმოქმედებას ...
semi-ს
14:30 23-06-2016
0
ზაზა ჩემო ძმაო, ძალიან დიდი გადასახადია მაგ შენს სკოლაში და სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ მიღებულ 30 მილიონიან შენობაში ბიზნესს რომ აკეთებ, არ გჭირდება შენი შემოსავლის მქონე ადამიანს. გააიაფე ან სულაც უფასო რომ გახადო არაფერი დაშავდება.
semi
13:17 01-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული