"ივნისში ზაზა ფაჩულია თბილისში საზაფხულო კემპს გამართავს, რომლის მასპინძელი მისივე საკალათბურთო აკადემია იქნება.
ზაზამ აკადემია 2015 წელს გახსნა. მას მერე მუშაობაც აქტიურად მიმდინარეობს და შედეგებიც უმჯობესდება. იგი "მილუოკი ბაქსის" ხელმძღვანელებისგან ნაყიდი პარკეტის დაგებასაც აპირებს.
შეგახსენებთ, რომ შარშან "დალას მავერიქსმა" ფაჩულია სწორედ "მილუოკი ბაქსიდან" გადაიყვანა.
"აღელვებული ვარ, ერთი სული მაქვს, როდის შევხვდები ჩემი აკადემიის ბავშვებს. დიდებულია, როცა
გარდა იმისა, რომ კალათბურთელებს საშუალება აქვთ, ივარჯიშონ მშვენიერ პირობებში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქმე აქვთ ძლიერ სპეციალისტებთან. მათგან სწავლობენ პროფესიონალიზმს, დისციპლინას და კალათბურთის ისტორიას", - ამბობს ზაზა ფაჩულია.
საქართველოდან NBA-ს დრაფტზე სხვადასხვა დროს 5 ქართველი აიყვანეს. მათ შორის ფაჩულია რეკორდსმენია. 13 წელია ნაციონალურ საკალათბურთო აკადემიაშია, გამოირჩევა თავისი მებრძოლი სულითა და შეუპოვრობით. მოედნის მიღმა იგი ბიზნესზეც სერიოზულად ფიქრობს. მას იმედი აქვს, რომ "ზაზა ფაჩულიას აკადემია" ხელს შეუწყობს ქართული კალათბურთის განვითარებას და NBA-ს კალიბრის მოთამაშეების აღზრდას.
ვიმედოვნებ, ჩემი აკადემიიდან ერთ დღესაც სამი, ოთხი ან ხუთი კალათბურთელი დადგება NBA-ს დრაფტზე. ეს საოცარი იქნება. ასეთია ჩემი ოცნება, - დასძენს ზაზა ფაჩულია".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"