აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურმაც დაგვიდასტურა.
როგორც ფედერაციაში გვითხრეს, უახლოეს მომავალში არ უნდა გამოვრიცხოთ დიქსონის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში, რადგან ის ერთ-ერთ კანდიდატად ნამდვილად განიხილება. მოირგებს თუ არა ამერიკელი კალათბურთელი ჩვენი ნაკრების მაისურს, ეს მოქალაქეობის აღებასა და მწვრთნელის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.
დიქსონი ვითიბი ლიგაში ჩეხური კლუბის ლიდერი იყო. ის თამაშში საშუალოდ 14,4 ქულას აგდებდა, 2,7 მოხსნას და 4,6 პასს აკეთებდა.