საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 22 ივლისს 1 ვარჯიში გამართა. გამომდინარე იქიდან, რომ მაიკლ დიქსონი პოდჩეტრტეკიდან ლიუბლიანაში, საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად წავიდა, ილიას ზუროსმა დილის ვარჯიში საღამოს გადაიტანა და როცა ამერიკელი სლოვენიის დედაქალაქიდან საქართველოს მოქალაქედ დაბრუნდა, მასთან ერთად ნაკრები სრული დატვირთვით ავარჯიშა.
ნაკრებში მოთაშეთა ფიქმომზადების დონემ საჭირო კონდიციას მიაღწია და მწვრთნელმა უშუალოდ სათამაშო კომპონენტზებზე დაიწყო მუშაობა.
ბოლო ვარჯიშზე ყველაზე მეტი იყო კალათბურთი - ძირითადად ორ ფარში. ზუროსმა ნაკრების კანდიდატები ორად გაყო და კალათბურთი ათამაშა, თუმცა არა ბიჭების, არამედ საკუთარ ნებაზე.
ბერძენი
გუნდთან ერთად და უფრო აქტიურად ივარჯიშა თორნიკე შენგელიამ. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ორმხრივ, კონტაქტურ თამაშში, თუმცა ბოლო რამდენიმე კომპონენტის დამუშავებისას ზუროსმა შენგელია მოედანს გაარიდა და დასვენების საშუალება მისცა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ გიორგი შერმადინს, ანატოლი ბოისას და კახა ჯინჭარაძეს ვარჯიშებისა და გუნდის მზადყოფნის შესახებ კომენტარი გააკეთეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მოსამზადებელ მატჩს პოდჩეტრტეკში, 2 აგვისტოს, პორტუგალიასთან გამართავს.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით