ილიას ზუროსის გუნდის მეორე მეტოქე მასპინძელი რუსეთის ეროვნული ნაკრები იყო, რომელთანაც ჩვენი გუნდი ანგარიშით 94:62 დამარცხდა. პირველი ორი მეოთხედის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეტოქესთან მხოლოდ 2 ქულას აგებდა, მაგრამ მესამე მეოთხედში მასპინძლებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.
საუკეთესო საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებში გიორგი შერმადინი იყო, რომელსაც 17 ქულა დაუგროვდა.
2 წამყვანი კალათბურთელის - ზაზა ფაჩულიასა და მანუჩარ მარკოიშვილის გარეშე
შესანიშნავად ჩატარებული პირველი ნახევრის შემდეგ, ილიას ზუროსის გაწვრთნილმა ქართველებმა მესამე პერიოდი ჩააგდეს, რასაც ძირითადი გამთამაშებლის, გიორგი ცინცაძის ტრავმა დაერთო და საბოლოოდ მასპინძლებმა დიდი სხვაობით - 94:62 წააგეს.
ილიას ზუროსი სულ იმეორებს და ყველასაც კარგად მოეხსენება, რომ მოსამზადებელ მატჩებში დამარცხება არაფერს ნიშნავს. ოფიციალურ მატჩებამდე გამართული ნებისმიერი მატჩი მხოლოდ მოსამზადებელია და სწორედ ასეთ შეხვედრებში მართებს მწვრთნელს გუნდის დალაგება.
უფრო ზუსტად, ამგვარ მატჩებში დანახული ხარვეზების აღმოფხვრაა მთავარი და ამ მხრივ, ილიას ზუროსისთვისა და მისი სამწვრთნელი შტაბისთვის ძალიან სასარგებლო იყო აღნიშნული შეხვედრა.
ცა და დედამიწასავით განსხვავებულად ნათამაშები ტაიმები კარგი გაკვეთილია მწვრთნელებისთვის, რათა დაინახონ ჩვენი გუნდის პლუს-მინუსები და ოფიციალურ მატჩებამდე დარჩენილ 7 მატჩში მაქსიმალურად შეეცადონ მათ აღმოფხვრას.
მაგალითად, ერთ-ერთი კომპონენტი, რომლის მაქსიმალურად განეიტრალებაც ქართველებს დასჭირდებათ, შორი სროლებია. რუსებმა 14 სამქულიანი ჩაგვიგდეს და ძირითადი კომპონენტიც, რის ხარჯზეც მოგვიგეს, ესაა.
საქართველოს ნაკრებს 14 სამქულიანი იშვიათად თუ მიუღია. რუსებს, როცა უიმედოდ აგებდნენ, შვებად სწორედ შორი სროლები გამოუჩნდათ.
რუსეთს ქართველები კიდევ შეხვდებიან - თბილისის მერიის ტურნირზე, 14 აგვისტოს და იმ მატჩში ჩვენებს ზაზა ფაჩულია ეყოლებათ. სწორედ ზაზას და მანუჩარ მარკოიშვილის არყოფნას გაუსვა ხაზი ჩვენთან კომენტარში რუსეთის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი კირილენკომ.
საქართველოს ნაკრები მოსკოვს 7 აგვისტოს, საღამოს დატოვებს და თბილისში დაბრუნდება.
6 აგვისტო. ამხანაგური მატჩი. მოსკოვი. ხიმკი
რუსეთი-საქართველო 94:62
17:25, 22:12, 30:12, 25:13
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
უ18 ზე რატო აგარ წერთ?რადგან წააგეს?9-16 ადგილისთვის იბრძვიან. დანიას მოუგეს და მერე პორტუგალიას და მე 9 ადგილისთვის მეტოქეს ელოდებიან