მერიის თასი: საქართველოს ნაკრები რუსეთთან ოვერტაიმში 3 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა თბილისის "მერიის თასის" ფარგლებში დღეს ბოლო, მესამე მატჩი გამართა და წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, დღეს დრამატულ შეხვედრაში დამარცხდა.

ჰოლანდიისა და უკრაინის შემდეგ, ჩვენი გუნდის დღევანდელი მეტოქე რუსეთის ნაკრები იყო, რომელთანაც საქართველოს ნაკრები ოვერტაიმში ანგარიშით 97:100 დამარცხდა. 26 ქულით მასპინძელთა გუნდში საუკეთესო თორნიკე შენგელია იყო.

ამრიგად, თბილისის "მერიის თასის" გამარჯვებული 2016 წელს რუსეთის ნაკრები გახდა.

31 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის თამაშები მიმდინარე წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჯგუფში იქნებიან მონტენეგროს, სლოვაკეთისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები. ჩვენი ნაკრები შესარჩევს 31 აგვისტოს, ალბანეთთან საშინაო მატჩით გახსნის.
მკითხველის კომენტარები / 16 /
თორნიკე შენგელიას საყურადღებოდ... რასაც ამბობ სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებ ეს შენთვის ამხანაგური მატჩი არ იყო)))
svani
22:39 14-08-2016
0
დუდა სანაძეს, ბესო ლეჟავას და ანატოლი ბოისას აუკრძალეთ ნაკრებში თამაში. დუდა ზარალია გუნდისთვის!! ყველაზე ცუდი მოთამაშეა
dsfds
22:52 14-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული