პოლონეთი VS საქართველო - დიქსონისა და შენგელიას გარეშე

AutoSharing Option
დღეს, 25 აგვისტოს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პოლონეთის მინი-ტურნირში მესამე ადგილისთვის მატჩს მასპინძელთა ნაკრებთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება, მისი ტრანსლაცია კი იწარმოებს პოლონურ კომერციულ არხზე polsat sport HD.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტის ცნობით, დღეს ნაკრებმა "ანვილ არენაზე" ივარჯიშა. პოლონეთის ეროვნულ გუნდთან თამაშისთვის ილიას ზუროსმა გუნდი ძირითადად კომბინაციებზე ამუშავა. ქართველმა კალათბურთელებმა ასევე სროლებზე ივარჯიშეს.

ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია მაიკლ დიქსონს, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა და წვრთნის დასრულების შემდეგ გუნდის ექიმებთან და მენეჯერთან ერთად სამედიცინო კლინიკაში გაემართა. დიქსონს შვედეთთან მატჩში
ნატკენი მუხლის დიაგნოსტიკას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გავიგებთ, როდის შეძლებს ის საქართველოს ნაკრების დახმარებას.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, მან დღეს ინდივიდუალურად, ჯერ ტრენაჟორებზე, შემდეგ მსუბუქი ძუნძულით ივარჯიშა. დიქსონის მსგავსად, პოლონეთთან ვერც შენგელია ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა პოლონურ ტურნირში პირველი მატჩი შვედეთთან 60:73 დათმო და პირველი ადგილისთვის ბრძოლას ჩამოშორდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რუსულ არხზე ვიპოვე... შლიახტები ჩვენზე უარესად თამაშობენ, მაგრამ მაინც გვიგებენ... სამაგიეროდ მოცეკვავე გოგონებს აჩვენებენ წუთშესვენებებზე, ნარმანიას ყურებას ნაღდად ჯობია...
მსქროლავი ტროლი
22:50 25-08-2016
0
ვეთანხმები გერონტის
tariel
22:20 25-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული