ალბანეთთან მატჩის მეორე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრა და ამ ქვეყნის ნაკრებთან 3 სექტემბერს დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი ბრატისლავაში ვენის გავლით ჩავიდა. თბილისის აეროპორტიდან ავსტრიის დედაქალაქში თვითმფრინავი დილის 8 საათზე გაფრინდა, სადაც საქართველოს ნაკრებს ავტობუსი დახვდა და ვენიდან ბრატისლავამდე მგზავრობამ მხოლოდ 40 წუთი წაიღო.
სამწუხაროა, მაგრამ მატჩის ტრანსლაცია არცერთი სლოვაკური ტელევიზიით არ იგეგმება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლები ინტერნეტით აპირებენ მატჩის გაშუქებას და Youtube.com-ზე მალე შესაბამის ლინკსაც შექმნიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"