საქართველოს ნაკრები ბრატისლავაშია, მაიკლ დიქსონი სლოვაკეთთან ითამაშებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის გზაზე მეორე მატჩს ჩაატარებს. პირველი შეხვედრა ალბანეთთან თბილისში 86:47 მოვიგეთ. შაბათს, 3 სექტემბერს კი, ჩვენი გუნდი სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მასპინძლებთან ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ალბანეთთან მატჩის მეორე დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრა და ამ ქვეყნის ნაკრებთან 3 სექტემბერს დაგეგმილი მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი ბრატისლავაში ვენის გავლით ჩავიდა. თბილისის აეროპორტიდან ავსტრიის დედაქალაქში თვითმფრინავი დილის 8 საათზე გაფრინდა, სადაც საქართველოს ნაკრებს ავტობუსი დახვდა და ვენიდან ბრატისლავამდე მგზავრობამ მხოლოდ 40 წუთი წაიღო.

როგორც კალათბურთის ფედერაციის საიტი იტყობინება, ილიას ზუროსის გუნდი სასტუმრო "ბრატისლავაში" დაახლოებით დილის 11 საათისთვის დაბინავდა და დასასვენებლად მთელი დღე ჰქონდა. პირველი ვარჯიში საღამოს 19:30 საათზე დაიგეგმა, რომელშიც მონაწილეობა ცამეტივე კალათბურთელმა მიიღო. მწყობრშია და 3 სექტემბერს სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშებს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი მაიკლ დიქსონი, რომელმაც ალბანეთთან დაისვენა.

სამწუხაროა, მაგრამ მატჩის ტრანსლაცია არცერთი სლოვაკური ტელევიზიით არ იგეგმება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მასპინძლები ინტერნეტით აპირებენ მატჩის გაშუქებას და Youtube.com-ზე მალე შესაბამის ლინკსაც შექმნიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
აუ ვუნმემ ანგარისჰი ხუარ იციიტ დაწერეტ რა
0
გიო ,ბიჭო თამაში ხვალეა და დღეს ანგარიშს ვინ გეტყვის.
სოსო
21:26 02-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული