საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვაკეთს I ტაიმი დიდი ანგარიშით მოუგო

AutoSharing Option
3 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მეორე მატჩს სტუმრად სლოვაკეთის ნაკრებთან მართავს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 52:29 იგებს.

საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: მაიკლ დიქსონი, ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე და თორნიკე შენგელია.

ილიას ზუროსის გუნდმა ანგარიშში დაწინაურება სტარტზევე მოახერხა, მეოთხედი კი 30:21 მოიგო. მეორე მეოთხედში ქართველი კალათბურთელების უპირატესობა კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა და დიდ შესვენებაზე ჩვენი გუნდი 23-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

პირველ ნახევარში ჩვენს გუნდში ყველაზე შედეგიანი 13 ქულით ამერიკელი
ლეგიონერი მაიკლ დიქსონი იყო, 11 ქულა და 5 მოხსნაა თორნიკე შენგელიას ანგარიშზე.

 

მკითხველის კომენტარები / 6 /
მტავარიავიგეტ
გიორგი
03 სექტემბერი 2016 22:07
0
თქვენი შუბა დავხიე არაფრისმაქნისო ონლაინის ვითომ Mცვენებლებო,ოცდათერთმეტი ქულით მოვიგეთ ,ცოტა არ გამოდგეს სამომავლოდ
onlan vermaqnisebs!
03 სექტემბერი 2016 21:59
0
მოიგეს 94:63
Gura
03 სექტემბერი 2016 21:58
0
სთრიმი რატო არ არის?
temo
03 სექტემბერი 2016 21:44
0
კი მაგრამ არც ტელევიზიით არც ინტერნეტით რა ჯანდაბაა არ უნდა გვაყურებონოთ მატჩი
misha
03 სექტემბერი 2016 21:37
0
დიქსონი გამოგვადგება შემდეგშიც
fanat
03 სექტემბერი 2016 21:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული