ქართველი კალათბურთელების მხარდაჭერა ფეხბურთელებს და მზადება დიდი მატჩისთვის

AutoSharing Option
დღეს, 6 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრები თბილისის სპორტის სასახლეში ღია ვარჯიშს გამართავენ, რომლის დასკვნითი ნაწილი მასმედიისთვის ღია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილიას ზუროსის გუნდი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში მესამე შეხვედრას 7 სექტემბერს, თბილისში, უმთავრესი კონკურენტის - მონტენეგროს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მეტად მნიშვნელოვანი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 სთ-ზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 5 სექტემბერს, ქართველი კალათბურთელები "დინამო არენას" ესტუმრნენ და საქართველო-ავსტრიის საფეხბურთო მატჩს დაესწრნენ.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

მონტენეგროსთან თამაშზე
დასასწრები ბილეთების შეძენა გულშემატკივარს როგორც ონლაინ, ისე სპორტის სასახლის სალაროებში შეუძლია.

"გულშემატკივრებს გთხოვთ, მობრძანდეთ თამაშამდე 1 საათით ადრე, რათა საქართველოს ნაკრებს სავსე დარბაზში დავხვდეთ! მონტენეგრო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნაკრებია ევროპაში, რომელიც დაკომპლექტებულია NBA-ს მოთამაშეებით. ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს! 7 სექტემბერს, 19:00 საათზე!", - მოუწოდებს გულშემატკივარს მხარდაჭერისკენ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია.

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი ციკლი. II ტური
A ჯგუფი
კვიპროსი-ისლანდია 64:75
შვეიცარია-ბელგია 72:87

ა გუნდი თ მ წ ქ
1. ბელგია 2 2 0 4
2. ისლანდია 2 2 0 4
3. კვიპროსი 2 0 2 2
4. შვეიცარია 2 0 2 2

B ჯგუფი
დანია-ჰოლანდია 72:90
ავსტრია-გერმანია 59:61

ა გუნდი თ მ წ ქ
1. გერმანია 2 2 0 4
2. ჰოლანდია 2 1 1 3
3. ავსტრია 2 1 1 3
4. დანია 2 0 2 2

C ჯგუფი
ბოსნია-შვედეთი 74:71

ა გუნდი თ მ წ ქ
1. ბოსნია 2 1 1 3
2. რუსეთი 1 1 0 2
3. შვედეთი 1 0 1 1

D ჯგუფი
ბელარუსი-პოლონეთი 79:97
პორტუგალია-ესტონეთი 68:76

ა გუნდი თ მ წ ქ
1. პოლონეთი 2 2 0 4
2. ესტონეთი 2 2 0 4
3. პორტუგალია 2 0 2 2
4. ბელარუსი 2 0 2 2

E ჯგუფი
ბულგარეთი-სლოვენია 78:83
კოსოვო-უკრაინა 63:70

ა გუნდი თ მ წ ქ
1. სლოვენია 2 2 0 4
2. უკრაინა 2 2 0 4
3. ბულგარეთი 2 0 2 2
4. კოსოვო 2 0 2 2

F ჯგუფი
სლოვაკეთი-საქართველო 63:94
ალბანეთი-ჩერნოგორია 73:113

ა გუნდი თ მ წ ქ
1. ჩერნოგორია 2 2 0 4
2. საქართველო 2 2 0 4
3. სლოვაკეთი 2 0 2 2
4. ალბანეთი 2 0 2 2

G ჯგუფი
დიდი ბრიტანეთი-მაკედონია 96:79
უნგრეთი-ლუქსემბურგი 89:64

ა გუნდი თ მ წ ქ
1. უნგრეთი 2 2 0 4
2. დიდი ბრიტანეთი 2 1 1 3
3. მაკედონია 2 1 1 3
4. ლუქსემბურგი 2 0 2 2.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სპორტის კომერციული და მსოფლიოში პოპულარული სახეობებიდან, კალათბურთი ერთადერთია, სადაც საშუალო დონეს მივაღწიეთ. ამ სპორტს უნდა მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან და გულშემატკივრების მიერ. მთელ ქართულ კალათბურთზე, ჩემპიონატებზე, ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებზე, ქალთა კალათბურთზე, ხელფასებზე, დარბაზებზე, აღჭურვილობაზე, მწვრთნელებზე, მსაჯებზე, სასტუმროზე, მოკლედ, ყველაფერზე ერთად შარშან დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ქონდათ გამოყოფილი, ამბობენ, წელსაც იმდენიაო. ასეთი დაფინანსებით მართლა მაქსიმალურია გაკეთებული. აბა, ფეხბურთს ცალკე სახელმწიფო აფინანსებს, ცალკე "ქარტუ", ცალკე სხვა სპონსორები და ფიფა-დან უზარმაზარ ტანხებს ღებულობენ. შედეგი კი მხოლოდ ნერვების მოშლაა.
nika
13:38 06-09-2016
0
სამსახურების უმეტესობა 19 საათამდე მუშაობს და თიტქმის ყველა სპორტული მოვლენა 19 საათზე რატო ინიშნება ძალიან უცნაურია
ზზზ
16:05 06-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული