მსაჯის შეცდომა, რომელმაც საქართველო-მონტენეგროს მატჩის ბედი გადაწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველო-მონტენეგროს ევრობასკეტი 2017-ის მატჩის დროს, როდესაც ტაბლოზე 74:74 ეწერა, ნიკოლა ვუჩევიჩმა ჩვენს ფარქვეშ მდგარ თორნიკე შენგელიას ხელი აშკარად ჰკრა, თოკო გვერდზე გადააგდო, თავად კი მოხსნა და გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.

- საქართველო-მონტენეგრო 74:76 - ზღვა ემოცია, წვეთი მოგებამდე [VIDEO]

დარჩენილ 3 წამში ქართველებმა ბურთი გვერდითი ხაზიდან გამოიტანეს, თუმცა მაიკლ დიქსონის სამქულიანმა მიზანს ვერ მიაღწია. 76:74 მონტენეგროს სასარგებლოდ.

ვუჩევიჩისა და შენგელიას ეპიზოდი ის სიტუაცია იყო, რომლის გამეორებით ხილვის შემთხვევაში ვუჩევიჩიც ვერ გაიმართლებდა თავს. სამართლიანი იქნებოდა, თუ იმ ეპიზოდში მსაჯი ნიკოლას დააჯარიმებდა. რადგან
მონტენეგროს იმ მომენტისთვის უკვე ოთხი ჯარიმა ჰქონდა, შენგელიას ორი საჯარიმოს ტყორცნის უფლება მიეცემოდა და დიდი ალბათობით, არა მონტენეგრო, არამედ საქართველო მოიგებდა... უარეს შემთხვევაში, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა.
მკითხველის კომენტარები / 27 /
თავდასხმაში ჯარიმისას ტყორცნები არ ინიშნება...
Davit
11:06 08-09-2016
0
ამას რეაგირება აუცილებლად უნდა მოყვეს ფედერაციამ აუცილებლად უნდა გამოხატოს პროტესტი პოზიცია რომ მე საჩივარს არ ვიკადრებ დამღუპველია ხვალ უარესს გვიზამენ თუ რაიმეს წარმოადგენენ საკითხის უბრალოდ განხილვას მაინც მიაღწიონ
mixo
11:06 08-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული