საქართველოს ნაკრებმა ალბანეთს სტუმრად 20 ქულის სხვაობით სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 10 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტი 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე მატჩი გამართა.

ილიას ზუროსის გუნდი სტუმრად ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქეს, რომელსაც 9 დღის წინ თბილისში 39 ქულის სხვაობით მოუგო, სტუმრად 20 ქულით, ანგარიშით 84:64 მოუგო. პირველი მეოთხედი ჩვენმა ნაკრებმა 1 ქულით, ანგარიშით 19:20 მოიგო. მეორე მეოთხედი კი 1 ქულით დავთმეთ - 16:17. დაძაბული გამოდგა მესამე პერიოდიც, რომელშიც ჩვენებმა 5-ქულიანი უპირატესობით იმარჯვეს - 20:15. ბოლო, მეოთხე პერიოდში კი საქართველოს ნაკრებმა უპირატესობა ხელთ იგდო, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა.

20
ქულით ქართველთა შემადგენლობაში საუკეთესო გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომდევნო მატჩს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 14 სექტემბერს თბილისში, "სპორტის სასახლეში" გამართავს. მატჩი ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი. ტირანა. 10 სექტემბერი
ალბანეთი-საქართველო 64:84
19:20, 17:16, 15:20, 13:28

Sportall.Ge

F ჯგუფი
სლოვაკეთი - მონტენეგრო 62:99

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 17 /
ნუ არაუშავს ეპატიებათ კაცებს!
svani
23:44 10-09-2016
0
ცუდათ დაწყებულის კარგი დასასრული. ცინცაძე ძალიან ბევრს იღებს თავის თავზე და ძალიან ბევრ უაზრო შეცდომებს უშვებს, ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლი ფიზიკური მომზადება ა, მძიმე მატჩების შემდეგ კალათბურთელები ვეღარ ასწრებენ ფიზიკური კონდიციების აღდგენას.
გია
23:44 10-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული