ალბანეთი-საქართველო 64:84 - ჩვენ კი პირდაღებული მართვეები გვეგონა [VIDEO]

AutoSharing Option
ბრჭყალები გამოაჩინესო, სწორედ ალბანელებზეა ნათქვამი. ჩვენ კი პირდაღებული მართვეები გვეგონა. "არწივებმა" დიდი სხვაობით მოსაგებად ჩასულ ქართველებს ღირსეული ბრძოლა გაუმართეს, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე საქართველოს სასარგებლოდ სხვაობა ოდენ 3 ქულა იყო (61:58). მანამდე ალბანეთის ნაკრებმა რამდენიმეჯერ გადაგვასწრო, თუმცა 32-ე წუთიდან ყველაფერი თავის ადგილზე დადგა - გაცილებით მაღალი კლასის საქართველომ 17:3 გაქცევის წყალობით საბოლოოდ 20 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.
იხილეთ სრული მატჩის ვიდეო
Sportall.Ge

ფსიქოლოგია
მატჩის 30 წუთის განმავლობაში არც საქართველოს ნაკრები ჰგავდა საკუთარ თავს და არც ალბანეთისა. "არწივები", თბილისური მატჩისგან განსხვავებით, გაცილებით თამამად
გამოიყურებოდნენ, დაცვაში კბილებით იბრძოდნენ, ხოლო შეტევაში ამერიკელი ბროადუსის იმედად იყვნენ, რომელიც ძალიან ბევრს სტყორცნიდა და საბოლოოდ 26 ქულამდე ავიდა.

საქართველოს ნაკრები შეტევაშიც ბევრ შეცდომას უშვებდა, დაცვაში კი გარკვეულ მომენტებში სტაბილურად თამაშის შემდეგ, ალბანელებს დაწევისა და ანგარიშში დაწინაურების უფლებას აძლევდა. არადა, ყველას წარმოგვედგინა, რომ პირველივე წუთებზე წინ გავიჭრებოდით და ისე მოვიგებდით, ნერვიულობა არ დაგვჭირდებოდა.

რამ განაპირობა ეს ყველაფერი? მიზეზი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ. საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს გამოცდილება ნამდვილად არ აკლიათ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ მატჩს ზერელედ მიუდგნენ. თუმცა, რამდენად პროფესიონალიც უნდა იყოს კალათბურთელი, მონტენეგროსა და ალბანეთთან მატჩს ერთნაირი შემართებით ვერ მიუდგება. ეს გამორიცხულია.

საპირისპირო სიტუაცია იყო მეტოქის ბანაკში. წარმოვიდგინოთ თავი რომელიმე ალბანელი კალათბურთელის ადგილას: მოედანზე გადიხარ და უნდა ითამაშო იმ კალათბურთელის წინააღმდეგ, რომელიც ერთ თვეში სტეფ კარისგან პასს მიიღებს, ხოლო კევინ დურანტს ჩასატენად სივრცეს გამოუთავისუფლებს... ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ თამაში ხომ ნებისმიერი ალბანელისთვის ზღაპარში შესვლას ნიშნავდა, სადაც საკუთარი თავი გმირად წარმოუდგენია.

ალბათ, ამიტომაც გადაახტნენ მასპინძლები საკუთარ თავს, თუმცა საქართველოს - ვერა. მეორე ნახევრიდან ჩვენი გუნდი სულ სხვა მობილიზებით გამოვიდა. გაცილებით ყურადღებით თამაშობდა და შეტევაშიც სისწრაფეს მოუმატა. ესეც ფსიქოლოგიური მომენტია: გავიაზრეთ, რომ ტირანიდან ორ ქულას მშვიდად ვერ წამოვიღებდით, "არწივის" ბრჭყალებს დაჭრა სჭირდებოდა...

სტრატეგია
ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ძირითად შემადგენლობაში თორნიკე შენგელიას ნაცვლად ბექა ბურჯანაძე დააყენა. მწვრთნელს, ალბათ, თოკოს დასვენება ჰქონდა გადაწყვეტილი - ალბანეთში მის გარეშეც მოვიგებთ, გაცილებით მნიშვნელოვანია შენგელიას სლოვაკეთისთვის (14 სექტემბერს) შემონახვაო.

თუმცა ბერძენ სპეციალისტს გეგმის შუა გზაზე შეცვლა მოუწია: პირველ ტაიმში უთამაშებელი შენგელია მეორე ნახევარში გამოიყვანა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც გავასწარით მეტოქეს 20 ქულით, თორნიკე იყო. მან 19 წუთში ორმაგი დუბლი შეასრულა - 12 ქულა, 10 მოხსნა.

მის ნაცვლად სასტარტოში ბექა ბურჯანაძე გამოვიდა, რომელსაც ესპანეთში მშვენიერი სეზონი ჰქონდა. ფარქვეშაც შედიოდა, საშუალო დისტანციიდანაც ისროდა და შორი მანძილიდანაც. აგდებდა კიდეც. თუმცა ნაკრებში საკუთარ თავზე ბევრს არ იღებს. 14 წუთში მხოლოდ 4 ორქულიანი სტყორცნა (2 ჩააგდო). სამქულიანი ერთიც არ უსვრია.

პერიმეტრი თუ სამწამიანი?
სხვათა შორის, პირველი ქულები სამქულიანიდან მოვიპოვეთ (გიორგი ცინცაძემ ჩააგდო). დასაწყისში კიდევ რამდენიმეჯერ შევუტიეთ პერიმეტრიდან. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ილიას ზუროსის ტაქტიკა იყო: სამქულიანს ვტყორცნიდით, თუ ჩავარდებოდა, ხომ კარგი, თუ ვერა - ფაჩულია, ბურჯანაძე ან სანიკიძე მოხსნიდნენ. მათ ხომ თბილისურ მატჩში ალბანელებს მოხსნებში 42:23 აჯობეს.

თუმცა სამქულიანებზე აქცენტი მხოლოდ დასაწყისში მოგვეჩვენა მწვრთნელის ჩანაფიქრად. მთელი მატჩის განმავლობაში ოდენ 11-ჯერ ვტყორცნეთ პერიმეტრიდან და 3 ჩავაგდეთ. ალბანელებმა კი, რომლებსაც ფარქვეშ შეღწევა უჭირდათ, 25 სამიანი ისროლეს და 6 გამოიყენეს.

11 სამიანი 40 წუთში მართლაც ცოტაა, მით უმეტეს, როდესაც გუნდში გყავს დიქსონი, ცინცაძე, სანიკიძე, ბურჯანაძე, სანაძე, შენგელია... თუმცა საკალათბურთო მედალსაც აქვს მეორე მხარე - საქართველოს ნაკრებს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო წინა ხაზი ჰყავს, ფაჩულიას, შერმადინს, შენგელიას, სანიკიძეს თუ ბურჯანაძეს სამწამიანში ბრძოლაც შეუძლიათ, ბურთის მოპოვებაც და ჩაგდებაც. ჰოდა, თუ მეტოქეს ფარქვეშ სჯობნი, რატომ არ უნდა ჩამოუღო ფარი?

როგორც მოგახსენეთ, მატჩის დასაწყისში ალბანელები კარგად იცავდნენ თავს, თუმცა ნელ-ნელა ფოლი ფოლს ემატებოდა და მათი ერთადერთი ტანმაღალი იმედი ჰისენაგოლი ჯარიმებით რომ დაიტვირთა, ქართველები გაცილებით ლაღად შედიოდნენ ფარქვეშ ორი ქულის ჩასაგდებად. ჰისენაგოლის დედა კი ენაცვლებოდა, მაგრამ არწივეთის შვილებს ბევრით ვერაფრით ეხმარებოდა.

მეოთხე პერიოდში სწორედ რომ სამწამიანში სწრაფი შესვლებით გავტეხეთ მეტოქე. სწრაფ შეტევებს სხვებთან ერთად კარგად აგვირგვინებდნენ შერმადინი და ფაჩულია. გიორგიმ საბოლოოდ 15 წუთში 15 ქულა ჩააგდო (9-დან 9 საჯარიმო), ხოლო ფაჩულიამ 20 ქულას 5 პასი მიამატა. 20-დან 8 ქულა ბოლო ხუთ წუთში მიითვალა.

14-ში სპორტის სასახლეში
საქართველოს ნაკრებს დარჩა ორი მატჩი - 14 სექტემბერს სლოვაკეთთან თბილისში და 17-ში მონტენეგროში. ორიდან ერთის მოგებაც, დიდი ალბათობით, საკმარისი იქნება ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის. ამიტომ 14 სექტემბერს ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ, სლოვაკები დიდი სხვაობით დავამარცხოთ და თბილისშივე გადავდგათ დიდი ნაბიჯი ევრობასკეტი 2017-ისკენ.

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი ციკლი. IV ტური
A ჯგუფი
ბელგია-კვიპროსი 65:46
ისლანდია-შვეიცარია 88:72
კვიპროსი-ისლანდია 64:75
შვეიცარია-ბელგია 72:87
შვეიცარია-კვიპროსი 76:80
ბელგია-ისლანდია 80:65
კვიპროსი-ბელგია 55:72
შვეიცარია-ისლანდია 83:80

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 4 4 0 304/238 8
2. ისლანდია 4 2 2 308/299 6
3. კვიპროსი 4 1 3 245/288 5
4. შვეიცარია 4 1 3 303/335 5

14 სექტემბერი
22:00 ბელგია-შვეიცარია
00:15 ისლანდია-კვიპროსი

17 სექტემბერი
20:00 ისლანდია-ბელგია
18:00 კვიპროსი-შვეიცარია

B ჯგუფი
გერმანია-დანია 101:74
ჰოლანდია-ავსტრია 72:75
დანია-ჰოლადია 72:90
ავსტრია-გერმანია 59:61
ავსტრია-დანია 86:66
გერმანია-ჰოლანდია 71:75
დანია-გერმანია 106:102
ავსტრია-ჰოლანდია 61:75

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჰოლანდია 4 3 1 312/279 7
2. გერმანია 4 2 2 335/314 6
3. ავსტრია 4 2 2 281/274 6
4. დანია 4 1 3 318/379 5

14 სექტემბერი
21:30 გერმანია-ავსტრია
22:00 ჰოლანდია-დანია

17 სექტემბერი
19:30 დანია-ავსტრია
22:00 ჰოლანდია-გერმანია

C ჯგუფი
რუსეთი-ბოსნია 83:54
ბოსნია-შვედეთი 74:71
შვედეთი-რუსეთი 73:85
ბოსნია-რუსეთი 67:78

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. რუსეთი 3 3 0 246/194 6
2. ბოსნია 3 1 2 195/232 4
3. შვედეთი 2 0 2 144/159 2

14 სექტემბერი
22:00 შვედეთი-ბოსნია

17 სექტემბერი
15:00 რუსეთი-შვედეთი

D ჯგუფი
ესტონეთი-ბელორუსი 81:62
პოლონეთი-პორტუგალია 83:57
ბელორუსი-პოლონეთი 79:97
პორტუგალია-ესტონეთი 68:76
ბელორუსი-პორტუგალია 72:62
პოლონეთი-ესტონეთი 78:64
პორტუგალია-პოლონეთი 74:81
ბელორუსი-ესტონეთი 79:63

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. პოლონეთი 4 4 0 339/274 8
2. ესტონეთი 4 2 2 284/287 6
3. ბელორუსი 4 2 2 292/303 6
4. პორტუგალია 4 0 4 261/312 4

14 სექტემბერი
20:10 ესტონეთი-პორტუგალია
22:00 პოლონეთი-ბელორუსი

17 სექტემბერი
21:30 პორტუგალია-ბელორუსი
20:10 ესტონეთი-პოლონეთი

E ჯგუფი
უკრაინა-ბულგარეთი 79:69
სლოვენია-კოსოვო 113:68
ბულგარეთი-სლოვენია 78:83
კოსოვო-უკრაინა 63:70
ბულგარეთი-კოსოვო 105:84
სლოვენია-უკრაინა 84:77
ბულგარეთი-უკრაინა 67:72
კოსოვო-სლოვენია 81:91

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სლოვენია 4 4 0 371/304 8
2. უკრაინა 4 3 1 298/283 7
3. ბულგარეთი 4 1 3 319/318 5
4. კოსოვო 4 0 4 296/379 4

14 სექტემბერი
20:00 უკრაინა-კოსოვო
22:00 სლოვენია-ბულგარეთი

17 სექტემბერი
17:00 უკრაინა-სლოვენია
22:00 კოსოვო-ბულგარეთი

F ჯგუფი
საქართველო-ალბანეთი 86:47
მონტენეგრო-სლოვაკეთი 97:65
სლოვაკეთი-საქართველო 63:94
ალბანეთი-მონტენეგრო 73:113
სლოვაკეთი-ალბანეთი 69:60
საქართველო-მონტენეგრო 74:76
სლოვაკეთი-მონტენეგრო 62:99
ალბანეთი-საქართველო 64:84

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. მონტენეგრო 4 4 0 385/274 8
2. საქართველო 4 3 1 338/250 7
3. სლოვაკეთი 4 1 3 259/350 5
4. ალბანეთი 4 0 4 244/352 4

14 სექტემბერი
19:00 საქართველო-სლოვაკეთი
23:00 მონტენეგრო-ალბანეთი

17 სექტემბერი
21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი
23:00 მონტენეგრო-საქართველო

G ჯგუფი
უნგრეთი-ბრიტანეთი 96:77
მაკედონია-ლუქსემბურგი 89:75
ბრიტანეთი-მაკედონია 96:79
უნგრეთი-ლუქსემბურგი 89:64
ბრიტანეთი-ლუქსემბურგი 95:72
მაკედონია-უნგრეთი 66:76
ბრიტანეთი-უნგრეთი 80:88
ლუქსემბურგი-მაკედონია 74:82

ა გუნდი თ მ წ სხ ქ
1. უნგრეთი 4 4 0 349/287 8
2. ბრიტანეთი 4 2 2 348/335 6
3. მაკედონია 4 2 2 316/321 6
4. ლუქსემბურგი 4 0 4 285/355 4

14 სექტემბერი
21:00 მაკედონია-ბრიტანეთი
21:30 ლუქსემბურგი-უნგრეთი

17 სექტემბერი
18:30 უნგრეთი-მაკედონია
21:30 ლუქსემბურგი-ბრიტანეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა არწივები (ძალიან სუსტი გუნდია), დაიკიდეს ჩვენებმა და რო არ გამოფხიზლებულიყვნენ ცუდი შედეგი იქნებოდა. მონტენეგროს რაც შეეხება ჩვენი დონის ნაკრებია და რომ არა ის შეცდომები რაც ჩვენებმა უაზროდ დაუშვეს (ცინცაძემ მთელი თამაში, სანაძემ და ბურჯანაძემ რიგ ეპიზოდებში. რაც ახლა მახსენდება. თუნდაც ის მომენტები ბურთის ართმევის შემდეგ სწრაფი გადასვლის დროს ბურთი რომ იკარგებოდა იმიტომ რომ ფანტაზიორობდნენ.) ნორმალური ანგარიშით მოუგებდით. წარმატებები ჩვენს ნაკრებს, თქვენს გვერდით ვართ და გვჯერავს რომ ორივე თამაშს მოვიგებთ (ოღონთ უაზრო შეცდომების გარეშე).
p.s. ზუროს და სხვებო ვისაც გეხებათ გულშემატკივრის კომენტარები წაიკითხეთ იქნებ რამეს ვიძახით სიმართლეს, რამე მოგეწონოთ და გამოასწოროთ.
დათო
16:20 12-09-2016
0
უი რას ამბობთ,აბა იოლი გასეირნებაო თქვენ არ წერდით?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული