- გავდივართ? რა შანსი რჩება საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მოსახვედრად
- ალბანეთი-საქართველო 64:84 - ჩვენ კი პირდაღებული მართვეები გვეგონა [VIDEO]
სლოვაკეთთან მოგება ევრობასკეტზე შებიჯებას ნიშნავს, თუმცა მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი კოტე ტუღუში გუნდთან ერთად მიზნად მაქსიმუმს ისახავს და მონტენეგროში რევანშისთვის ემზადება.
ჯერ ალბანეთთან მატჩზე...
"ტირანაში მძიმე თამაში გვქონდა. მართალია, ალბანელებს პირველი შეხვედრა დიდი სხვაობით მოვუგეთ, მაგრამ ტირანაში ჩასვლის წინ დიდი ენერგია შევალიეთ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენს უშუალო
ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა ტირანულ მატჩში თამაში მეოთხე პერიოდში გამოასწორა და 84:64 გაიმარჯვა.
"საბოლოოდ მაინც სოლიდური უპირატესობით გავიმარჯვეთ. 20-ქულიანი სხვაობა საკმარისია, მით უმეტეს, რომ პირველ შეხვედრაში კიდევ უფრო დიდი უპირატესობით გვაქვს მოგებული.
ალბანეთის ნაკრები უკვე წარსულია. ახლა უახლოეს ორ მატჩზე ვფიქრობთ. 14 სექტემბერს სლოვაკეთს თბილისში ვუმასპინძლებთ და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი ისევე დაგვიდგება გვერდში, როგორც მონტენეგროსთან მატჩისას".
ამას ბალკანეთში გასვლა მოსდევს. შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართება.
"ალბათ, ყველაზე მძიმე თამაში ბოლო ტურში, მონტენეგროში გველის. თუმცა ალბანეთთან დაპირისპირების შემდეგ ბიჭებთან ერთად შევთანხმდით, რომ მონტენეგროში რევანშისთვის, მოსაგებად ჩავდივართ".
გუშინაც დავწერეთ, რომ მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც კი, დიდი ალბათობით, ევრობასკეტზე გავალთ...
"შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. სხვა ჯგუფებშიც ჩვენთვის ხელსაყრელი სიტუაციაა შექმნილი, მაგრამ არც მე და არც კალათბურთელებს არ გვსურს, რომ ვინმეზე ვიყოთ დამოკიდებულნი.
ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. გავიმეორებ, ჯერ სლოვაკეთთან გვაქვს მოსაგები, შემდეგ - მონტენეგროსთან".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"