კოტე ტუღუში: ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან 20 ქულის სხვაობით გაიმარჯვა. შეხვედრის ანალიზთან ერთად ვილაპარაკეთ ჯგუფიდან გასვლის შანსებზეც.

- გავდივართ? რა შანსი რჩება საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მოსახვედრად
- ალბანეთი-საქართველო 64:84 - ჩვენ კი პირდაღებული მართვეები გვეგონა [VIDEO]

სლოვაკეთთან მოგება ევრობასკეტზე შებიჯებას ნიშნავს, თუმცა მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის ასისტენტი კოტე ტუღუში გუნდთან ერთად მიზნად მაქსიმუმს ისახავს და მონტენეგროში რევანშისთვის ემზადება.

ჯერ ალბანეთთან მატჩზე...

"ტირანაში მძიმე თამაში გვქონდა. მართალია, ალბანელებს პირველი შეხვედრა დიდი სხვაობით მოვუგეთ, მაგრამ ტირანაში ჩასვლის წინ დიდი ენერგია შევალიეთ პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ჩვენს უშუალო
კონკურენტ მონტენეგროსთან დაპირისპირებას. გარდა ამისა, ალბანელებთან თბილისში 39 ქულის სხვაობით ვიმარჯვეთ და იოლი არ იყო განმეორებითი მატჩისთვის სათანადოდ განწყობა".

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრებმა ტირანულ მატჩში თამაში მეოთხე პერიოდში გამოასწორა და 84:64 გაიმარჯვა.

"საბოლოოდ მაინც სოლიდური უპირატესობით გავიმარჯვეთ. 20-ქულიანი სხვაობა საკმარისია, მით უმეტეს, რომ პირველ შეხვედრაში კიდევ უფრო დიდი უპირატესობით გვაქვს მოგებული.

ალბანეთის ნაკრები უკვე წარსულია. ახლა უახლოეს ორ მატჩზე ვფიქრობთ. 14 სექტემბერს სლოვაკეთს თბილისში ვუმასპინძლებთ და იმედი გვაქვს, რომ გულშემატკივარი ისევე დაგვიდგება გვერდში, როგორც მონტენეგროსთან მატჩისას".

ამას ბალკანეთში გასვლა მოსდევს. შეხვედრა 17 სექტემბერს გაიმართება.

"ალბათ, ყველაზე მძიმე თამაში ბოლო ტურში, მონტენეგროში გველის. თუმცა ალბანეთთან დაპირისპირების შემდეგ ბიჭებთან ერთად შევთანხმდით, რომ მონტენეგროში რევანშისთვის, მოსაგებად ჩავდივართ".

გუშინაც დავწერეთ, რომ მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც კი, დიდი ალბათობით, ევრობასკეტზე გავალთ...

"შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე 2 ტურია დარჩენილი. სხვა ჯგუფებშიც ჩვენთვის ხელსაყრელი სიტუაციაა შექმნილი, მაგრამ არც მე და არც კალათბურთელებს არ გვსურს, რომ ვინმეზე ვიყოთ დამოკიდებულნი.

ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ. გავიმეორებ, ჯერ სლოვაკეთთან გვაქვს მოსაგები, შემდეგ - მონტენეგროსთან".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხვალინდელი მოგება მართლაც უნაღდებს საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტის ფინალურ სტადიაზე გასვლას. მით უფრო, ზედმეტი ნერვიულობის გარეშე უნდა შეებრძოლონ ჩვენი ბიჭები მონტენეგროს. ამ შემდგენლობიდან ბევრი უკვე მომდევნო ევრობასკეტისთვის არ იქნება ნაკრებში და მათ ეხლა აქვთ ყველაზე უკეთესი შანსი გაიბრძოლონ მედლებისთვის. მონტენეგროს დამარცხება კი გუნდს ნამდვილად შეუძლია - და ეს კიდეც უნდა გააკეთოს! ეს გამარჯვება სეიძლება ძალზე სერიოზულად წაადგეს გუნდს ფინალურ სტადიაზე...
სიმართლის მოყვარული
13 სექტემბერი 2016 23:06
0
გეთანხმები, ხვალ საღამოს პრაქტიკულად გასული ვიქნებით ევრობასკეტზე, მაგრამ პირველი ადგილიდან გასვლა უფრო პრესტიჟულია, იმედია ევრობასკეტზე მანოც იქნება და სულ სხვა გუნდი გვეყოლება, გაცილებით უფრო ძლიერი!
სტუმარი
13 სექტემბერი 2016 21:14
0
ზედმეტი ლაპარაკია.. ხვალ საღამოს თეორიული შანსიც აღარ იქნება საქართველოს ჯგუფში დარჩენის... ანუ ოფიციალურად გავალთ
gio
13 სექტემბერი 2016 16:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული