საქართველო-სლოვაკეთი 96:68 - ტორნადო, რომელიც სლოვაკეთს ისრუტავს [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო: fiba.com

საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთი თბილისში 28 ქულის სხვაობით გაანადგურა და ზედიზედ მეოთხედ ითამაშებს ევრობასკეტზე!

შესაძლოა, ცოტა თამამად ვწერთ, მაგრამ რეალობა ასეთია: პრაქტიკულად გადაწყვეტილია - ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებთ, თეორიულად კი, არის ალბათობა, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში თუნდაც დიდმა ბრიტანეთმა გაგვასწროს, მაგრამ საამისოდ მას სჭირდება ჩერნოგორიის საქართველოსთან 40 ქულის სხვაობით გამარჯვება ბოლო ტურში... ასეთ შანსს მხოლოდ თეორიული თუ შეიძლება ეწოდოს.

ტორნადო სპორტის სასახლეში
შანსებზე საუბარი სხვა სტატიას მივანდოთ, აქ სლოვაკეთს მივხედოთ, რომელსაც პირველივე წუთებზე მოუღო ბოლო თორნიკე შენგელიამ. ფიბა-ს საიტზე მატჩის მიმოხილვას ასეთი
სათაური ჰქონდა: "თორნიკეს ტორნადო სპორტის სასახლეში"... კარგი მიგნებაა - ლათინურად თორნიკეც და ტორნადოც ასე იწყება: TORN... თუმცა სიტყვების თამაშზე უფრო საინტერესო შენგელიას თამაშის ტორნადოსთან შედარებაა.

სიტყვა "ტორნადოს" "ვიკიპედიაში" ასეთი განმარტება აქვს: "ძლიერი, საშიში, მბრუნავი ჰაერის სვეტი, რომელიც დედამიწის ზედაპირს ეხება და ღრუბლების შეჯახების დროს წარმოიქმნება.
დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავს და ხშირად მტვრის ღრუბლებს ტოვებს."

თორნიკე შენგელია სლოვაკეთთან: ძლიერი, საშიში, მბრუნავი... მისი სწრაფი გარღვევების შეკავება სლავებს ძალიან გაუჭირდათ, ფარქვეშ კი ბურთის მიღება და 180 გრადუსით კალათისკენ დატრიალება ერთი იყო.

როგორ გინდა დაუდგე ასეთ სწრაფ და ასეთი გაბარიტების მბრუნავ ობიექტს?! რაო, რა ეწერა ტორნადოზე? - დედამიწიდან ყველაფერს ისრუტავსო? შენგელიამ პირველივე ტაიმში შეისრუტა მთელი სლოვაკეთი.

რიცხვი 31
თორნიკე შენგელიამ სლოვაკეთს 31 ქულა ჩაუგდო. სხვათა შორის, ამდენივე ჰქონდა 2009 წელს ვიქტორ სანიკიძეს ირლანდიაში. ხოლო 34 ზაზა ფაჩულიას, ასევე 2009-ში, ასევე სლოვაკეთის წინააღმდეგ. ოფიციალურ მატჩებში საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია ფაჩულია. მას 2006 წელს ფინეთში 36 ქულა აქვს მოგროვილი. რაც შეეხება არაოფიციალურ შეხვედრებს, იქაც ზაზაა პირველი - ლატვიაში, ამხანაგურად 42 ქულა ჩააგდო.
* * *
შენგელიას პირველ ნახევარში 14:50 წუთი ჰქონდა ნათამაშები: 24 ქულა (10/8 ორქულიანი, 2/1 სამიანი, 5/5 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება, მასზე 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

რაც მთავარია - საქართველოს ნაკრები დიდ შესვენებაზე 51:39-ით გავიდა. სლოვაკთა ლიდერები ჯარიმებით იყვნენ დამძიმებულები და იმის თქმაც წინასწარ შეიძლებოდა, რომ მეორე ნახევარში ანგარიშს კიდევ უფრო გავზრდიდით.

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებს მხოლოდ 6 სამქულიანი ჰქონდა ნატყორცნი და 2 ჩაგდებული. შეკითხვა, რატომ ვერ ვაგდებთ სამქულიანებს, ამ შემთხვევაში უმართებულოა - სლოვაკები ფარქვეშიდან წავლეკეთ და ამიტომაც გაკეთდა აქცენტი სამწამიან ზონაზე.

რჩებოდა შთაბეჭდილება, მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა თავის დაფაზე სლოვაკეთის ფარქვეშ ერთი წერტილი დასვა და ხუთი ისარი სწორედ მისკენ მიმართა: ცინცაძესა და დიქსონს ბურთი სამწამიანში უნდა ჩაეგდოთ, შენგელიასა და სანიკიძეს უნდა შეერბინათ, ხოლო ფაჩულიას ბურთი დანიშნულების ადგილას მიეღო და მერე თავადაც კარგად იცოდა, რა უნდა ექნა.

ასეთმა სტრატეგიამ სლოვაკებთან შედეგი გამოიღო: ფარქვეშიდან მეტოქეს 56(!) ქულა ჩავუგდეთ, როცა თავად სლოვაკებმა ქართველთა სამწამიანიდან მხოლოდ 22 ქულა მიითვალეს. მოხსნებში სხვაობას არ იკითხავთ? - 42:22.

სლოვაკები საკუთარი ფარიდან ასხლეტილ ბურთს მხოლოდ 16-ჯერ დაეუფლნენ, ჩვენმა ნაკრებმა კი სლავების ფარიდან 15-ჯერ მოხსნა. სათადარიგო მეფარეებიც კარგად ჩაერთნენ თამაშში - ბურჯანაძემ გუნდს ენერგია შემატა, ხოლო შერმადინმა 12 წუთში 12 ქულა ჩააგდო. სხვათა შორის, წინა მატჩში 15 წუთში 15 ქულა ჰქონდა, ჩერნოგორიაში 40 წუთი რომ ითამაშოს, იქნებ...

ეფექტი-შეცდომა
სტატისტიკით განვაგრძოთ: სლოვაკებმა 24 შეცდომა დაუშვეს, საქართველომ - 19. 24 ძალიან ბევრია, 19 - ბევრი. ასეთ მატჩში ამდენ შეცდომას არ უნდა ვუშვებდეთ. ბევრი ბურთი დავკარგეთ მარტივ სიტუაციაში და ბევრჯერ ვერ ჩავაგდეთ იოლად ასაღები ქულა. პრესკონფერენციაზე ამ საკითხზე მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს ვკითხეთ. საინტერესო განმარტება გააკეთა:

- როდესაც 10 ათასამდე გულშემატკივარი გქომაგობს, ცდილობ, სანახაობრივი თამაში უჩვენო და ეფექტური მოქმედებით მაყურებელს ასიამოვნო. ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუმცა ზედმეტ მონდომებას ზოგჯერ შეცდომები მოსდევს. მწვრთნელი ვარ და უფრო მარტივი კალათბურთი მიყვარს. ევროპის ჩემპიონატზე, გაცილებით ძლიერი გუნდების წინააღმდეგ სიტუაციის გართულებები არ იქნება. ეს, როგორც მწვრთნელს, არ მომწონს. ყველაზე კარგი კალათბურთი მარტივი კალათბურთია.

რეკორდი - ცინცაძის ჩაჭრები
გიორგი ცინცაძემ სლოვაკეთთან 9 ჩაჭრა მიითვალა და საქართველოს ნაკრების ისტორიული რეკორდი დაამყარა.

სხვათა შორის, 1995 წელს ბოსნიასთან თბილისურ მატჩში ვლადიმერ სტეფანიასაც 9 ჩაჭრა ჰქონდა, თუმცა სხვაობა ის არის, რომ მაშინ ჩაჭრები დაფარებებთან ერთად ითვლებოდა...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნამატჩევს
მაიკ დიქსონი:
- მშვენიერი მოგება იყო. ჩვენი გუნდის თითოეულ კალათბურთელს ძალიან გვიყვარს სავსე ტრიბუნების წინაშე თამაში. ისევე როგორც ჩერნოგორიასთან მატჩში, სლოვაკეთთანაც საოცარი ატმოსფერო იყო. სასიამოვნოა, რომ ჩვენი ქომაგის გახარება მოვახერხეთ. ჩერნოგორიაში თავდაჯერებულები მივემგზავრებით. ყველამ ვნახეთ, რომ უძლეველი გუნდი სულაც არ იყო და რევანშისთვის ვიბრძოლებთ.

ივან რუდეზი (სლოვაკების თავკაცი):
- 1983-86 წლებში დაბადებულ ქართველ კალათბურთელებს ახალგაზრდული ასაკიდან ვიცნობ. ოქროს თაობა გყავთ და ამიტომაც გაქვთ მაღალი შედეგები. თავიდანვე ვთქვი, რომ საქართველო ჩერნოგორიასთან ერთად ჯგუფის ფავორიტია. თბილისში საოცარი კალათბურთი უჩვენა. დღეს NBA-ს დონის გუნდს ვეთამაშეთ. სწორედ ეს იყო 28 ქულის სხვაობით მარცხის მიზეზი, თორემ ჩემს ბიჭებს ცუდად ნამდვილად არ უასპარეზიათ.

ილიას ზუროსმა პირველი წინადადება ქართულად თქვა:
- დიდი მადლობა ფანებს. ამ გამარჯვებას სწორედ მათ ვუძღვნით. გაცილებით იოლია თამაში, როდესაც ხუთ მეტოქეს ექვსი ეთამაშები - ხუთი კალათბურთელი და ქომაგი. უნდა განვაგრძოთ წინსვლა. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ დაცვას. სწორედ ეს კომპონენტი განაპირობებს ძლიერ გუნდებთან წარმატებას. ჩვენ ხომ უახლოესი მატჩი შესარჩევის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ ჩერნოგორიასთან გველის, 17 სექტემბერს.

ევრობასკეტი 2017. საკვალიფიკაციო ეტაპი. V ტური. 14 სექტემბერი. თბილისი. სპორტის სასახლე
საქართველო-სლოვაკთი 96:68
30:19, 21:20, 20:16, 25:13

Sportall.Ge

A ჯგუფი
ბელგია-შვეიცარია 87:45
ისლანდია-კვიპროსი 84:62

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 5 5 0 391:287 10
2. ისლანდია 5 3 2 392:361 8
3. კვიპროსი 5 1 4 307:372 6
4. შვეიცარია 5 1 4 352:422 6

17 სექტემბერი
20:00 ისლანდია-ბელგია
18:00 კვიპროსი-შვეიცარია

B ჯგუფი
გერმანია-ავსტრია 78:58
ჰოლანდია-დანია 98:88

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჰოლანდია 5 4 1 410:367 9
2. გერმანია 5 3 2 413:372 8
3. ავსტრია 5 2 3 339:352 7
4. დანია 5 1 4 406:477 6

17 სექტემბერი
19:30 დანია-ავსტრია
22:00 ჰოლანდია-გერმანია

C ჯგუფი
შვედეთი-ბოსნია 76:78

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. რუსეთი 3 3 0 246:194 6
2. ბოსნია 4 2 2 273:308 6
3. შვედეთი 3 0 3 220:237 3

17 სექტემბერი
15:00 რუსეთი-შვედეთი

D ჯგუფი
ესტონეთი-პორტუგალია 82:63
პოლონეთი-ბელარუსი 57:76

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. პოლონეთი 5 4 1 396:350 9
2. ესტონეთი 5 3 2 366:350 8
3.ბელარუსი 5 3 2 368:360 8
4. პორტუგალია 5 0 5 324:394 5

17 სექტემბერი
21:30 პორტუგალია-ბელარუსი
20:10 ესტონეთი-პოლონეთი

E ჯგუფი
უკრაინა-კოსოვო 100:61
სლოვენია-ბულგარეთი 85:63

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სლოვენია 5 5 0 456:367 10
2. უკრაინა 5 4 1 398:344 9
3. ბულგრეთი 5 1 4 382:403 6
4. კოსოვო 5 0 5 357:479 5

17 სექტემბერი
17:00 უკრაინა-სლოვენია
22:00 კოსოვო-ბულგარეთი

F ჯგუფი
საქართველო-სლოვაკეთი 96:68
ჩერნოგორია-ალბანეთი 94:56

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ჩერნოგორია 5 5 0 479:330 10
2. საქართველო 5 4 1 434:318 9
3. სლოვაკეთი 5 1 4 327:446 6
4. ალბანეთი 5 0 5 300:446 5

17 სექტემბერი
21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი
23:00 ჩერნოგორია-საქართველო

G ჯგუფი
მაკედონია-ბრიტანეთი 62:89
ლუქსემბურგი-უნგრეთი 65:68

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. უნგრეთი 5 5 0 417:352 10
2. ბრიტანეთი 5 3 2 437:397 8
3. მაკედონია 5 2 3 378:410 7
4. ლუქსემბურგი 5 0 5

17 სექტემბერი
18:30 უნგრეთი-მაკედონია
21:30 ლუქსემბურგი-ბრიტანეთი

მეორეადგილოსანთა ცხრილი
გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბრიტანეთი 4 2 2 342:325 6
2. ბოსნია 4 2 2 273:308 6
3. საქართველო 3 2 1 264:207 5
4. გერმანია 3 2 1 210:192 5
5. უკრაინა 3 2 1 228:220 5
6. ისლანდია 3 1 2 233:235 4
7. ესტონეთი 3 1 2 208:219 4

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ესენიც რომ გვყავს ამ დაქცეულ ქვეყანაში ეგ არ გიკვირთ?? მე მიკვირს. იმ ქვეყნის კვალობაზე სადაც სპორტს საერთოდ არანაირი ყურადღება არ ექცევა ძააან მაგარი უძლიერესი ნაკრები გვყავს. თუ არ გჯერათ და ამათ მერე აგერ ახალი თAობა მოდის და ადევნეთ თვალი რა კალათბურთს თამაშობენ მოგწონთ? სანაძე ბურჯანაძძე და რავი კიდე ვინც ყავთ ამ და ახალგაზრდულ ნაკრებებში
nika
01:30 16-09-2016
0
კარგი იქნება თუ ზუროსი 3 ქულიანების კარგ მსროლელებს ნაკრებში თუ დაიმატებს მაშინ გვექნება სუპერ ნაკრები.
0

სიახლეები პოპულარული