თორნიკე შენგელია ევრობასკეტის შესარჩევის V ტურის სიმბოლურში მოხვდა

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ფორვარდი თორნიკე შენგელია ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მისი შეჩერება სლოვაკებმა ვერაფრით მოახერხეს, 96:68 გავიმარჯვეთ.

- თორნიკე შენგელია ევრობასკეტის შესარჩევის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა
- საქართველო-სლოვაკეთი 96:68 - ტორნადო, რომელიც სლოვაკეთს ისრუტავს [VIDEO]

თოკომ 28 წუთში 31 ქულა (11/9 ორქულიანი, 3-დან 2 სამიანი, 7/7 საჯარიმო), 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და ერთი დაფარება მიითვალა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით მას ტურში ბადალი არ ჰყავდა: +38!

"კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ჩვენს გულშემატკივარს! სიტყვებით
ძნელია გადმოცე ის გრძნობა რასაც ჩვენ განვიცდით თამაშის დროს", - დაწერა თორნიკემ საკუთარ "ფეისბუქზე".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული