მონტენეგრო VS საქართველო - რევანშისა და პირველობისთვის!

AutoSharing Option
დღეს, 17 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო და გადამაწყვეტ შეხვედრას ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს წინააღმდეგ ჩაატარებს.

თამაში ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში", თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველო-მონტენეგროს პირველი დაპირისპირება თბილისში სტუმრების გამარჯვებით, ანგარიშით 76:74 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში კი უნდა გადაწყდეს, საბოლოოდ რომელ ადგილზე დაასრულებს ილიას ზუროსის ნაკრები შესარჩევ ჯგუფში გამოსვლას და მოიპოვებს თუ არა ევრობასკეტის საგზურს ისტორიაში ზედიზედ
მეოთხედ.

საქართველოს ნაკრები მონტენეგროში 15 სექტემბერს ჩავიდა და მომავალი შეხვედრისთვის ემზადება. ცნობილია, რომ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ გაჰყვა თორნიკე შენგელია.

სამი ვარიანტი
სლოვაკეთთან 28 ქულის სხვაობით მოგების შემდეგ ბევრმა კალკულატორი მოიმარჯვა და შანსების გამოთვლას მოჰყვა. ყველაზე მეტად მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში რა გველის, იმას ვიკვლევთ. ფიბას ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, თუ სხვა ჯგუფებში უამრავი ვარიანტია გათვლილი, ჩვენთან მხოლოდ სამი აბზაცია.

1. საქართველო ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს (და ევრობასკეტზე გავა) თუ მონტენეგროს 3 და მეტი ქულით დაამარცხებს.

2. საქართველო მეორე ადგილს დაიკავებს და ჯგუფიდან 3-1 მოგება-წაგებით (ბოლოადგილოსანთან მატჩების შედეგები არ ითვლება) გავა, თუ მონტენეგროს 1 ან 2 ქულით აჯობებს.

3. საქართველო თუ მონტენეგროში წააგებს, მეორე პოზიციას დაიკავებს და დაელოდება სხვა ჯგუფებში მოვლენების განვითარებას.

ასეთია მარტივი გათვლები. თუმცა შეგახსენებთ: შესარჩევი ეტაპის 7 ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე პირველადგილოსნები და საუკეთესო ოთხი მეორეადგილოსანი გავა. მეორეების კლასიფიკაციაში მხედველობაში არ მიიღება ბოლოადგილოსანთან ნაჩვენები შედეგები (საქართველოსთვის სულერთია სლოვაკეთი გავა ბოლოზე თუ ალბანეთი, რადგან ორივესთან ერთნაირი ფორა აქვს +59).

59-ს გამოვაკლოთ მონტენეგროსთან თბილისური ორქულიანი წაგება და დაგვრჩება +57. ეს სერიოზული ჰანდიკაპია საიმისოდ, რომ მეორეადგილოსანთა შორის ევრობასკეტზე გამსვლელ კვარტეტში მოვხვდეთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორ მეორეადგილოსანს უკვე გავასწარით - დიდ ბრიტანეთსა და ბოსნიას. სხვა ჯგუფებშიც საჩვენო სიტუაციაა, თუმცა დღეს ბევრი მსჯელობა მართებული არ არის, რადგან ზოგან პირველი ადგილისთვის გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს. ასეა ჩვენს ჯგუფშიც.

სტატისტიკა
მონტენეგრო საქართველო
58.4% ორქულიანი 59.2%
39.7% სამქულიანი 33.3%
70.1% საჯარიმო 84.8%
11.6 შეტევითი მოხსნა 9.6
25.8 დაცვითი მოხსნა 33.6
37.4 მოხსნების ჯამი 43.2
20.4 პასი 21.4
11.8 შეცდომა 18.4
11.6 ჩაჭრა 9.4
0.4 დაფარება 2.6
17.8 ფოლი 18.6
17.8 სწრაფი გარღვევის ქულები 17.4
35.4 დიდი სხვაობა 27.2
41.6 ქულები ფარქვეშიდან 42.0
66.8 სათადარიგოების ქულები 37.2
24.4 ქულები შეცდომებიდან 12.2
12.2 ქულები მეორე ფაზაში 8.0

ლიდერები
მონტენეგრო საქართველო
ვუჩევიჩი 15.4 ქულა 17.2 შენგელია
ტოდოროვიჩი 8.0 მოხსნა 8.0 შენგელია
მიჰაილოვიჩი 3.2 პასი 6.8 ცინცაძე
დაშიჩი 2.4 ჩაჭრა 2.6 ცინცაძე
ვუჩევიჩი 0.4 დაფარება 1.2 სანიკიძე.

ევრობასკეტი 2017. შესარჩევი. F ჯგუფი. VI ტური
17 სექტემბერი
21:00 ალბანეთი-სლოვაკეთი
23:00 ჩერნოგორია-საქართველო

ა გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჩერნოგორია 5 5 0 479:330 10
2. საქართველო 5 4 1 434:318 9
3. სლოვაკეთი 5 1 4 327:446 6
4. ალბანეთი 5 0 5 300:446 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
სასაცილოები ხართ ვინც კალათბურთის გარტყმაშიც არ ხართ და მაინც აკომენტარებთ 40ქულა და კიდევ რა ვიცი. მონტენეგრო რომ გუნდი ყოფილიყო აქმდე ბ ჯგუფში არ იქნებოდა. მაგათთვის ზღაპარია საერთოდ რომ გავიდნენ ევროპაზე. ჩვენ კი იქ ვცხოვრობთ და მასპინძლის როლში ვართ უკვე მეოთხე ჩემპიონატი ხდება.
.........
01:06 18-09-2016
0
მონტენეგრო არაა ის გუნდი რომ საქართველოსთან არ გაუჭირდეს, თუნდაც ასეთი შესუსტებული შემადგენლობით
akaki
23:00 17-09-2016
0

სიახლეები პოპულარული