საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროს პირველი ტაიმი მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩს სტუმრად მონტენეგროს ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იგებს - 45:41.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ილიას ზუროსის შეგირდებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს.

მასპინძლებმა მეორე მეოთხედში ჯერ სხვაობის გაბათილება შეძლეს, შემდეგ კი ერთ ეპიზოდში ანგარიშში დაწინაურებაც. თუმცა, მეორე მეოთხედის ბოლო წუთები ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე მაიკლ დიქსონი იყო 17 ქულით, 11 ქულა
და 9 მოხსნაა ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე.

მონტენეგროს ნაკრების 3 და მეტი ქულით დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში გამოსვლას პირველ ადგილზე დაასრულებს. თუმცა, ძალიან დიდი ალბათობით, ზუროსის გუნდი ევრობასკეტის საგზურს მარცხის შემთხვევაშიც, ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებითაც მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა შეტევაში რომ ბურთები კალათში ვარდებოდეს მატჩები 300-ით 300 რაღაცა მორჩებოდა. 90 ქულის ჩაგდება თამაშში ფლავის ჭამა ხომ არ გგონიათ შემთხვევით.
.........
01:13 18-09-2016
0
გილოცავთ ყველას გამარჯვებას,მწვრთნელმა ძალიან მაღალკვალიფიციურად წარმართა თამაში და არ მისცა მოწინააღმდეგეს სადავეების ხელში აღება,ბიჭებს მადლობა ბოლომდე თამაშისათვის,ბევრი ხელს ჩაიქნევდა 5ქულით ჩამორჩენის შემდეგ.
რიგითი გულშემატკივარი
01:06 18-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული