საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროს პირველი ტაიმი მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩს სტუმრად მონტენეგროს ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იგებს - 45:41.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ილიას ზუროსის შეგირდებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს.

მასპინძლებმა მეორე მეოთხედში ჯერ სხვაობის გაბათილება შეძლეს, შემდეგ კი ერთ ეპიზოდში ანგარიშში დაწინაურებაც. თუმცა, მეორე მეოთხედის ბოლო წუთები ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე მაიკლ დიქსონი იყო 17 ქულით, 11 ქულა
და 9 მოხსნაა ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე.

მონტენეგროს ნაკრების 3 და მეტი ქულით დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში გამოსვლას პირველ ადგილზე დაასრულებს. თუმცა, ძალიან დიდი ალბათობით, ზუროსის გუნდი ევრობასკეტის საგზურს მარცხის შემთხვევაშიც, ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებითაც მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა შეტევაში რომ ბურთები კალათში ვარდებოდეს მატჩები 300-ით 300 რაღაცა მორჩებოდა. 90 ქულის ჩაგდება თამაშში ფლავის ჭამა ხომ არ გგონიათ შემთხვევით.
.........
18 სექტემბერი 2016 01:13
0
გილოცავთ ყველას გამარჯვებას,მწვრთნელმა ძალიან მაღალკვალიფიციურად წარმართა თამაში და არ მისცა მოწინააღმდეგეს სადავეების ხელში აღება,ბიჭებს მადლობა ბოლომდე თამაშისათვის,ბევრი ხელს ჩაიქნევდა 5ქულით ჩამორჩენის შემდეგ.
რიგითი გულშემატკივარი
18 სექტემბერი 2016 01:06
0
ჰაი. ასეთი სირცხვილით ითამაშონ ფეხბუთელებმაც. ბრავო ბიჭებს
nodarichi123
18 სექტემბერი 2016 01:00
0
გილოცავთ ყველას, ძლიან მაგარი ბიჭები არიან ჩვენი კალათბურთლები. იყო შეცდომები მაგრამ მაინც ყოჩაღ. იმედია ევროპამდე გამოასწორებენ და იქაც გვასახელებენ. კიდევ ერთთხელ გილოცავთ. მადლობა ბიჭებს და მთლიანად ნაკრების სამწვრთნელო შტაბს.
sss
18 სექტემბერი 2016 01:00
0
3 ქულიანებს აგდებ იგებ არადა აგებ.ესაა თანამედროვე კალათბურთი.იმიტომაც მოვიგეთ რო 3 იანები წაუვიდათ.მეტი უნდა ივარჯიშონ ამაზე.ყოჩაღ ბიჭებო.ყოჩაღ ზუროსს.გილოცავთ ყველას.არ ეკუთვნოდა მონტენეგროს 1 ადგილი.
gg
18 სექტემბერი 2016 00:59
0
o (80)
ვუყურებ ამათ თამაშს და ვფიქრობ ნუთუ ევროპაზე უნდათ ასეთი თამაშით გასვლა?! ამას არ ქვია თამაში ეს არის თამაშისადმი ზერელე დამოკიდებულება ზედიზედ 7 შეტევაში ბურთს რომ ვერ ჩააგდებ რა ევროპაზეა ლაპარაკი თუ ასე თამაშობ სირცხვილია რა პირდაპირ!!!
ჰაი
18 სექტემბერი 2016 00:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული