საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მონტენეგროს პირველი ტაიმი მოუგო

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩს სტუმრად მონტენეგროს ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები იგებს - 45:41.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ილიას ზუროსის შეგირდებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს.

მასპინძლებმა მეორე მეოთხედში ჯერ სხვაობის გაბათილება შეძლეს, შემდეგ კი ერთ ეპიზოდში ანგარიშში დაწინაურებაც. თუმცა, მეორე მეოთხედის ბოლო წუთები ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მექულე მაიკლ დიქსონი იყო 17 ქულით, 11 ქულა
და 9 მოხსნაა ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე.

მონტენეგროს ნაკრების 3 და მეტი ქულით დამარცხების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში გამოსვლას პირველ ადგილზე დაასრულებს. თუმცა, ძალიან დიდი ალბათობით, ზუროსის გუნდი ევრობასკეტის საგზურს მარცხის შემთხვევაშიც, ჯგუფში მეორე ადგილის დაკავებითაც მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
o (80)
ვუყურებ ამათ თამაშს და ვფიქრობ ნუთუ ევროპაზე უნდათ ასეთი თამაშით გასვლა?! ამას არ ქვია თამაში ეს არის თამაშისადმი ზერელე დამოკიდებულება ზედიზედ 7 შეტევაში ბურთს რომ ვერ ჩააგდებ რა ევროპაზეა ლაპარაკი თუ ასე თამაშობ სირცხვილია რა პირდაპირ!!!
ჰაი
00:37 18-09-2016
0
3 ქულიანებს აგდებ იგებ არადა აგებ.ესაა თანამედროვე კალათბურთი.იმიტომაც მოვიგეთ რო 3 იანები წაუვიდათ.მეტი უნდა ივარჯიშონ ამაზე.ყოჩაღ ბიჭებო.ყოჩაღ ზუროსს.გილოცავთ ყველას.არ ეკუთვნოდა მონტენეგროს 1 ადგილი.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული