საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სტუმრად მოუგო და ევრობასკეტ 2017-ზე ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ისტორიაში ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა ევრობასკეტი 2017-ის შესარჩევ F ჯგუფში ბოლო მატჩი 17 სექტემბერს, სტუმრად მონტენეგროსთან გამართა და ანგარიშით 90:84 მოიგო. ამით ჩვენმა ნაკრებმა რევანშიც აიღო თბილისში წაგებისთვის და საბოლოოდ ჯგუფშიც პირველი ადგილი დაიკავა.

ქალაქ ბარიში, "სპორტ ჰოლ ტოპოლიცაში" შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა უკეთესად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 8-ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 26:18 მოიგეს. მეორე მეოთხედში მასპინძლებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს და დიდ შესვენებაზე ანგარიში 45:41 იყო, საქართველოს ნაკრების
სასარგებლოდ.

მესამე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა 19:21 წააგო და ბოლო მეოთხედის წინ ანგარიში 60:62 გახდა, ჩვენს სასარგებლოდ.

ბოლო მეოთხედის სტარტზე საქართველოს ნაკრებმა მცირე უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ჯერ გათანაბრება, თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კი ანგარიშში დაწინაურება 5 ქულით მოახერხეს. თუმცა, ჯერ დიქსონმა, შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ზედიზედ ზუსტი 3-საქმულიანებით წინ ისევ საქართველოს ნაკრები გაიყვანეს, ზაზა ფაჩულიამ კი ორი ზუსტი საჯარიმოთი ჩვენი უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდა.

დარჩენილ წამებში მაიკლ დიქსონმა ორი საჯარიმო ჩააგდო, სანიკიძემ - ერთი და საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა - 90:84.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩში ყველაზე მეტი, 31 ქულა მაიკლ დიქსონმა მიითვალა. ორმაგი დუბლი შეასრულა ზაზა ფაჩულიამ (21 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 14 ქულითა და 7 მოხსნით დაეხმარა გუნდს ვიქტორ სანიკიძე, 13 ქულითა და 7 პასით - გიორგი ცინცაძე.
მკითხველის კომენტარები / 46 /
ნამდვილად ყოჩაღ ბიჭებო. დიდი წარმატებები ევრობასკეტზე.
დავითი
18 სექტემბერი 2016 01:18
0
დღევანდელმა თამაშმა დაამტკიცა თუ ვინ არის ძლიერი ჩვენს ჯგუფში, ყოჩაღ ბიჭებო! ესეც შენ მონტენეგრო... ჩვენი ბიჭები საკუთარი მაყურებლების წინაშე წაგებას არავის აპატიებენ. გილოცავთ!
გია
18 სექტემბერი 2016 01:17
0
რა დამაძინებს სიხარულისგან.აი,ამას ჰქვია თავდადება,პატრიოტიზმი და თავმოყვარეობის მაღალი გრძნობა.არ ვიმსახურებდით დამარცხებას თბილისში და ჩვენმა გმირმა ბიჭებმა ყველას დაუმტკიცეს,რომ მათზე ძლიერები არიან.დიდი მადლობა ყველა მათგანს.
Jorge
18 სექტემბერი 2016 01:16
0
მადლობა ბიჭებო ასეთი თავდადებისთვის! დიქსონის და სანიკიძის სამიანებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვა. დღეს მე ამაყი ვარ
gio
18 სექტემბერი 2016 01:15
0
მ ა დ ლ ო ბ ა!!!
შალვა73
18 სექტემბერი 2016 01:14
0
ყველას გილოცავთ! ნაღდათ ვაჟკაცები არიან! უიშვიათესი ქართული სული: იბრძოლეს ბოლომდე! გაიხარეთ ბიჭებო! წარმატებები ევრო-2017 ზე!!!!!!
alexandre
18 სექტემბერი 2016 01:13
0
თბილისში რომ დავმარცხდით აქ რამდენიმე კალათბურთის "პროფესორმა" დიქსონი და ზუროსი გალანძღა, კალათბურთის აზრზე არ არიანო (ალბათ ნატრობდა ნეტა მე ვწვრთნიდე ნაკრებსო). დღეს კი ყველამ ნახა რომ დიქსონმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. ზუროსმა კი ნაკრებს მარკოიშვილის შენგელიას, ბოლოს კი ბურჯანაძე და შერმადინის გარეშე მოაგებინა...მოედანზე ბექაური გვყავდა, რომელიც პირველად თამაშოდა ასეთ დონეზე. ნეტა ეხლა ამ "პროფესორებს" კაცობა თუ ეყოფათ და ბოდიშს თუ მოიხდიან...
გიორგი
18 სექტემბერი 2016 01:10
0
შთამბეჭდავი გამარჯვება არის! გილოცავთ. გამოწვევა მიიღეს ჩვენებმა და მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. ფაჩულია კორტზე მონსტრი იყო! დიქსონს შეუძლია შეტევის საკუთარ მხრებზე გადატანა. მადლობა ბიჭებს. ევრობასკეტზე თავდაჯერებულები შეგვიძლია გავიდეთ.
ლუკა
18 სექტემბერი 2016 01:10
0
დიქსონ შენ ნამდვილი ქართველიხარ:დდდ შეცდომებსაც ქართულ სტილში უშვებს დდდ
n
18 სექტემბერი 2016 01:09
0
რომელი გენიოსი ამბობდა 40 ქულით მოგვიგებენო?! ყოჩაღ ბიჭებო, იბრძოლეს ვაჟკაცურად და საქართველო გაახარეს, განსაკუთრებული მადლობა დიქსონს და რა თქმა უნდა ზაზა ნამდვილი კაპიტანი და ლიდერია. ამ გუნდს თოკო და მანო დაამატე და ეთამაშე ვისაც გინდა
სტუმარი
18 სექტემბერი 2016 01:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული