მაიკლ დიქსონი: ეს გამარჯვება შენთვისაა, საქართველო!

AutoSharing Option
ფოტოზე: მაიკლ დიქსონი
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ხანია დაამტკიცა, რომ "ევროკავშირის წევრია". ევროპის ჩემპიონატებზე ტოპ-გუნდები რომ იკრიბებიან, საქართველოც იქაა.

თუმცა ისტორიას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ კარგად დაწყების შემდეგ საქმეს ისე ვირთულებთ, ევროსაგზურის მოპოვება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ასე იყო 2012 წელს, როდესაც ბოსნიასთან თბილისურმა მარცხმა სიხარული გადაგვივადა, ასევე იყო 2014 წელს - უნგრეთთან სტუმრად თითქმის მოგებულ4ი წავაგეთ. წლეულს კი მონტენეგროსთან დავმარცხდით შინ...

ზაზა ფაჩულიას სიტყვებია: "რაც უფრო რთულდება გზა მიზნამდე, მით უფრო გემრიელია მისი მიღწევა".

პირველი მატჩის შემდეგ მონტენეგროსთან
გასვლით გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. ამას დავუმატოთ ის სიმძაფრე, რაც მატჩის ბოლო წუთებს ახლდა და... ეს იყო დიდი სიხარული...

- რეაქციები საქართველოს ნაკრების გასახდელში მონტენეგროსთან მოგების შემდეგ [VIDEO]
- მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]

საკუთარ ემოციას ყველა ერთმანეთს უზიარებდა, კალათბურთელებმა სოციალურ ქსელებში თქვეს თავისი სათქმელი. მაგალითად, მაიკ დიქსონმა "ტვიტერზე" დაწერა:

"ეს გამარჯვება შენთვისაა, საქართველო". ...და ტექსტს საქართველოს სამი დროშა მიამაგრა.

ნამატჩევს საქართველოს ნაკრების პრესატაშე ირაკლი პერტაიამ გიორგი ცინცაძისგან მატჩის კომენტარის აღება სცადა, თუმცა ორმაგი კომენტარი გამოუვიდა:

"ბიჭებმა იბრძოლეს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. გილოცავთ ევროპის ჩემპიონატზე მეოთხედ გასვლას", - დაიწყო ცინცაძემ, კადრში შემოჭრილმა ზაზა ფაჩულიამ განაგრძო: "ეს იყო გუნდური მოგება! თოკო როგორ ხარ, მანო როგორ ხარ? გელოდებით, მომავალ წელს ევრობასკეტზე!"

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი ცინცაძე და ზაზა ფაჩულია
ტრავმის გამო მანუჩარ მარკოიშვილი გუნდს შესარჩევ ეტაპზე ვერ დაეხმარა, ხოლო თორნიკე შენგელიამ სლოვაკეთთან მოგროვილი 31 ქულის შემდეგ ექიმების მითითებით ჩერნოგორიულ მატჩს თვალი თბილისიდან მიადევნა.

"ამაყი ვარ ჩვენი ნაკრებით, ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის ერთი-ერთი ნაწილი ვარ. ზედიზედ მეოთხედ ევროპაზე გასვლას გილოცავთ!" - ესეც ფაჩულიას ემოციაა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ვიქტორ სანიკიძემ მატჩის შემდეგ ის წერტილი მონიშნა, საიდანაც ოქროს სამქულიანი ჩააგდო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ და ვუერთდები ქართული კალათბურთის წარმატებებს,ბიჭებო გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.
პაატა
13:33 19-09-2016
0
ჯიგარი ხარ! ეს შენ დიქსონ საქართველოს სიყვარულისთვის!
bavaria
14:24 19-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული