შეგახსენებთ, რომ ზუროსის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტზე იასპარეზებს.
- მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]
"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წარმატებაში მცირე წვლილი მაინც შეიტანა. საკმაოდ დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიხდა ამ შედეგისთვის. ორი თვის განმავლობაში წარმატების მისაღწევად ძალღონე არავის დაუშურებია.
ჯგუფში 6 მატჩი ჩავატარეთ და ექვსივე საკმაოდ მაღალ დონეზე. ალბათ
რთულია ამ ეტაპზე ისაუბრო ჩვენს შანსებზე ევრობასკეტზე. ახლა კალათბურთელთა ჯანმრთელობა უნდა ვისურვოთ. მიზანი უკეთესი დაცვის თამაში ქნება, ვიდრე ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. ასევე, სისწრაფის გაუმჯობესება და შეტევაში პასების სიზუსტეა საჭირო. მსურს, სწორედ ასეთი თამაში ითამაშოს ჩემმა გუნდმა. ამ ეტაპისთვის კმაყოფილი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ უკეთესად თამაშიც შეგვიძლია.
მადლობა ჟურნალისტებს, ვინც პირველივე დღიდან გვერდში გვედექით. მადლობა, რომ თავს ისე მაგრძნობინებთ, როგორც საკუთარ სახლში. ეს ამაყი ქვეყანაა და მსურს, საქართველოს მთელი გული მივუძღვნა. ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ და ამ კუთხით ბერძნებს და ქართველებს საერთო გვაქვს. აქ ყოფნა ძალიან მახარებს", - განაცხადა ზუროსმა.
პრესკონფერენციას მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები, კოტე ტუღუში და ირკლი ხოშტარიაც ესწრებოდნენ.
"მადლობას გადავუხდი ყველას. რთული ორი თვე გამოვიარეთ და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა წინ ძალიან დიდი იმედებით ვიხედებით.
ევროპას დავუმტკიცეთ, რომ საქართველოში კალათბურთის თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე იციან. ევრობასკეტზე ერთ-ერთ ფავორიტად ვითვლებით - ნებისმიერ მეტოქეს ჩვენთან პრობლემები შეექმნება, თუ თამაშებს დანაკლისის გარეშე ჩავატარებთ.
პირადად მე ახალი მთავარი მწვრთნელის გამო ბევრს ვნერვიულობდი, თანაც იმის ფონზე, რომ იგორ კოკოშკოვი გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წვრთნიდა. მქონდა განცდა და შიში იმისა, რომ ამ მოკლე დროში საერთო ენის გამონახვას ვერ მოვახერხებდით, მაგრამ, საბედნიეროდ, ერთმანეთს კარგად გავუგეთ და მხოლოდ დადებითს თუ ვიტყვი ზუროსზე.
ამ კაცმა ძალიან კარგად მოარგო ჩვენს მოთამაშეებს თავისი ტაქტიკა და მათთან ურთიერთობაც მშვენიერი დაამყარა. ამ ყველაფერმა ერთად კი საკმაოდ დადებითი შედეგები მოგვიტანა", - განაცხადა კოტე ტუღუშმა.
"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს თანადგომისთვის. სამწვრთნელო შტაბისთვის თქვენი გვერდში დგომა ძალზედ მნიშვნელოვანია. მთავარი მწვრთნელის ხარჯზე ერთიანობა მოვახერხეთ.
რაც გამოვიარეთ, უკვე წარსულია და აწი მომავალ თამაშებზე ვიფიქრებთ", - თქვა ხოშტარიამ.
აქ ცქიტიშვილზე წერენ კომენტარებს. ცქიტიშვილი ჩამოსული იყო, შეხვდა ზუროსს, რომელმაც თამაში შეთავაზა, თუმცა უარი მიიღო, იმ მოტივით, რომ უკვე 33 წლის ვარ, ზედმეტ დატვირთვას ვერარ ვუძლებ და ტრავმებს ვერიდებიო. ძირითადად, ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობდა.
რაც შეეხება გულშემატკივრისადმი დამოკიდებულებას, ყველა ტამაშის შემდეგ აღნიშნავდა და მადლობას უხდიდა. ბოლო პრესკონფერენციაზე კი ყველას დამსახურება გამოყო, გულშემატკივრის, კალათბურთის ფედერაციის, დამხმარე მწვრთნელების, ექიმების, მენეჯერების და ა.შ. არავინ გამორჩენია, ყველა თბილად მოიხსენია და მადლობა გადაუხადა. ეს ინტერვიუც დევს.
"გია"-ს. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების სია არის ევრობასკეტის ვებ გვერდზე, შეგიძლია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტიდანაც გადახვიდე ბმულზე, ან უბრალოდ, დაგუგლო. კენჭისყრა ნოემბრის ბოლოს იქნება.
ახლა პასუხი ნატალის:ნატალი ეტყობა პრესას თვალი ვერ მიადევნეთ, თორემ
ზუროსი ყოველი მატჩის კომენტირებას მაყურებლისათვის დიდი მადლობის გადახდით იწყებდა და აღნიშნავდა მათ დამსახურებას როგორც მთავარ ფაქტორს გუნდის წარმატებაში.