ევრობასკეტი 2017: ლიტვა ისრაელში მიდის, საით წავა საქართველო?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის წილისყრა 22 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაშია და თავის ბედს ელის. თუმცა წილისყრამდე კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია გასარკვევი. მაგალითად, ვის აირჩევენ ევრობასკეტის მასპინძლები.

შეგახსენებთ, რომ გუნდები ოთხ ჯგუფად გაიყოფა. ყველა ჯგუფის მატჩები სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება: ისრაელში, ფინეთში, რუმინეთსა და თურქეთში. ისევე,  როგორც ევრობასკეტი 2015-ის წილისყრის წინ, მასპინძლებს ამჯერადაც აქვთ უფლება, აირჩიონ ერთი თანაჯგუფელი. ისინიც ცდილობენ, ისეთი ნაკრებები მიიწვიონ, მეტი გულშემატკივარი რომ ჩაჰყვებათ და მეტ ფინანსურ მოგებას ნახავენ.

ორმა ქვეყანამ პარტნიორი უკვე შეარჩია: ჯერ ფინეთმა მიიწვია ისლანდია, ახლა
- ისრაელმა ლიტვა. ლიტველებს რომელიმე ჯგუფის მასპინძელი რომ აირჩევდა, წინასწარ ცხადი იყო, რადგან ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაჰყვება. ბალტიისპირელები ცხოვრებას კალათბურთის მიხედვით გეგმავენ - სწორედ მაშინ იღებენ შვებულებას, ნაკრების თამაშები რომ იწყება და დაჰყვებიან მთელი ევროპის მასშტაბით.

დარჩა ორი მასპინძელი. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ რუმინეთმა ან თურქეთმა საქართველოს ნაკრები აირჩიოს. კულუარებში ლაპარაკობენ, რომ თურქეთი რუსეთის მიწვევას აპირებს. რუმინეთს კი ლიტვის გვერდით სურდა თამაში, მაგრამ ისრაელმა გემრიელი ლუკმა ცხვირწინ ააცალა.

რუმინელების და თურქების გადაწყვეტილების თარიღი წინასწარ არ არის დადგენილი. ყოველ შემთხვევაში, 22 ნოემბრამდე აუცილებლად გვეცოდინება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეჭვი მაქვს რომ ფინეთში ;)
giorgi
20:05 01-11-2016
0
და იმას არ უყურებენ თუ რამდენად ძლიერია მეტოქე ? წესით შედარებით სუსტი მეტოქე უნდა აირჩიონ.
პატრიოტი
18:46 01-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული